top of page
უსაფრთხოების სისტემა
სკოლის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რესურსია ვიდეოკამერები, რომლებიც აკონტროლებენ სკოლის საერთო არეალს, ლაბორატორიებს, დერეფნებს, კიბეებსა და სასადილოს. გარე კამერები აკონტროლებენ შენობის მთელ პერიმეტრს. სათვალთვალო სისტემის მეშვეობით უსაფრთხოების თანამშრომლები სიტუაციის შესაბამისად ოპერატიულად მოქმედებენ.
სკოლაში დაცულია საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ყველა ნორმა. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გათვალისწინებული პროცედურების შესასწავლად ტარდება წვრთნები და ტრენინგები.


bottom of page