top of page

ტუნისი 2022

2560px-Flag_of_Tunisia.svg.png
GAHS Logo - new.png

    𝗜-𝗙𝗘𝗦𝗧 𝟮𝟬𝟮𝟮 წელს 24 ივნისიდან - 30 ივნისამდე ტუნისის ქალაქ მონასტირში (Monastery) გაიმართა. მსოფლიოს 32 ქვეყნის მოსწავლეები ერთმანეთს მათემატიკის , ფიზიკის , ბიოლოგიის , ქიმიის და კომპიუტერული მეცნიერებების საპროექტი ნაშრომებით ეჯიბრებოდნენ. საქართველოს ნაკრები GAHS -ისა და GAS სკოლების მოსწავლეებიდან შეირჩა. შედეგიც საუცხოო აღმოჩნდა, აღებულია - ოთხი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში :

    𝗠𝗮𝘁𝗵 𝟭: გიორგი შაშიაშვილი, დავით მირზოიანი, მიხეილ ქიტიაშვილი  - ოქრო

    𝗠𝗮𝘁𝗵 𝟮: ლია რაზმაძე, სეხნე გოგრიჭიანი, სალომე ბერიძე - ვერცხლი

    𝗣𝗵𝘆𝘀𝗶𝗰𝘀 𝟭: ნიკოლოზ აბაშიძე, გიორგი დიასამიძე - ოქრო

    𝗣𝗵𝘆𝘀𝗶𝗰𝘀 𝟮: ანი გოგია, ნიკა კუპატაძე - ოქრო

    𝗕𝗶𝗼𝗹𝗼𝗴𝘆: მარიამ მურაჩაშვილი, სალომე კაკიაშვილი - ოქრო

 

    საერთაშორისო კონფერენციის პროგრამა მდიდარი იყო კულტურული ტურებით. პირველი ტური უძველესი ქალაქ კართაგენით დიაწყო. ამ ოდესღაც ძლევამოსილი იმპერიის დედაქალაქის ნანგრევები დღესაც აოცებს მნახველებს. მოსწავლეებისთვის არანაკლებ შთამბეჭდავი იყო კოლიზეუმ ელ ჯემის ტური. უზარმაზარი, 30 000 მაყურებელზე გათვლილი ამფითეატრი რომის ცნობილ კოლიზეუმსაც კი უწევდა კონკურენციას. იქ სადაც ათასწლეულების წინ გლადიატორთა სისხლიანი ბრძოლები რეგულარულად იმართებოდა, დღეს თანამედროვე თუ კლასიკური მუსიკის ჰანგები ისმის.შემდეგი გაჩერება ულამაზესი სიდი ბუ საიდი იყო. თეთრ და ლურჯ ტონებში გადაწყვეტილი, კლდეზე აღმართული ქალაქი, რომლის ქვევითაც ხმელთაშუა ზღვაა, წინ ატლასის მთები და უძველესი კართაგენია,რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.საინტერესო იყო ხალიჩების მუზეუმი ქალაქ კაირუნში, სადაც მოსწავლეებმა ნახეს თუ როგორ ამზადებენ ცნობილ ტუნისურ ხალიჩებს.

     კონფერენციის შემდეგ მოეწყო სამ დღიანი ტური, რომელიც  ალჟირის საზღვართან მდებარე ქალაქ Tozeur - ით დაიწყო, სადაც ულამაზესი ოაზისი მდებარეობს. ტური ჯიპებით ნეფტას ნაკრძალის  დათვალიერებით გაგრძელდა,  ქვიშის დიუნებმა და უზარმაზარმა   მარილიანმა ტბამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. აქ გადაღებულია  სცენები "Star Wars" და "The English Patient" ფილმებიდან.შემდეგი ღამე ჩვენმა ნაკრებმა "მიწისქვეშა" ქალაქ Matmata- ში გაათია. აქ ვნახეთ მიწისქვეშა სასტუმროები, რომლებიც ძალიან გავს კაპადოკიას. ბოლო ღამე კი საქართველოს ნაკრებმა ქალაქ ტუნისში მდებარე ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში  გაატარა.
   ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოხარულია რომ I-FEST-ის სახით კიდევ ერთი ახალი კონფერენცია შევიდა მის ყოველწლიურ საერთაშორისო აქტივობებში.  

bottom of page