top of page

სკოლის ისტორია

ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა დაარსდა 2003 წელს. სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილი. სკოლა 2003–2008 წლებში ფუნქციონირებდა მისამართზე გურამიშვილის 17. 

 

2008 წლის 1 სექტემბრიდან სკოლამ ფუნქციონირება გააგრძელა გიორგი ჭყონდიდელის #18–ში არსებულ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ შენობაში, რომლის ფართია 4270კვ.მ. სკოლას აკრავს 5906კვ.მ წიწვოვანი ტყე–პარკი, რომელშიც მოწყობილია ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტი.

სკოლა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სამედიცინო კაბინეტით, კვების ბლოკით, დახურული სპორტული, თეატრალური და საკონფერენციო დარბაზებით. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უსაფრთხო გარემოთი და სატრანსპორტო მომსახურებით. ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა გუნდი მომავალ თაობას აძლევს ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებულ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის განათლებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს ქვეყნის შიგნით და გარეთ, საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებზე.

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას აქვს ოთხი ფილიალი:

  1. ნაძალადევის რაიონი, გიორგი ჭყონდიდელის  № 18,  I-XII  კლასები

  2. ვაკის რაიონი, ნინო რამიშვილის № 6, I-VI კლასები

  3. ვაკის რაიონი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 21, VII-XII კლასები

  4. ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის ქ. № 44, X-XII.

bottom of page