ლელა ფიცხელაური – დირექტორის მოადგილე
-
ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
ინდიკატორების შესაბამისი შინაარსის შერჩევა და
მეთოდიკის განსაზღვრა;
-
სკოლის ყოველწლიური თვითშეფასების პროცესის
ორგანიზება;
-
სასწავლო-აღმზრდელობითიპროცესის მონიტორინგი;
-
მონაწილეობასკოლის სტრატეგიული და სამოქმედო
გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;
-
საგნობრივ კათედრებთან ერთად ყოველწლიური სასწავლო გეგმის შემუშავება სკოლის მისიის შესაბამისად;
-
მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგისა და შეფასების დაგეგმვა და განხორციელება;
-
გაკვეთილებზე დასწრება, ახალი ათასწლეულის მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენების, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის მონიტორინგი.
-
პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის დაგეგმვა , მონიტორინგი ;
-
სასკოლო საგაკვეთილო ცხრილის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
-
კლასგარეშე საქმიანობების (მოსწავლეთა კლუბები, პროექტები, ექსპედიციები და სხვა ღონისძიებები) მიმდინარეობის ორგანიზება და მართვა;
-
მისი საქმიანობის კუთხით, სამსახურეობრივ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლებიდან ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, რეკომენდაციების და გაუმჯობესების გზების შემუშავება, რეკომენდაციების წარდგენა და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
-
მიმდინარე საკითხებზე მასწავლებლებთან ოპერატიული შეხვედრების ჩატარება;
-
დირექტორის არყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შესრულება;