top of page
სამედიცინო ბლოკი
სკოლის სამედიცინო ბლოკი აღჭურვილია პირველადი დახმარების მედიკამეტებით. ემსახურება კვალიფიციური ექიმ-პედიატრი, ექთანები და ლოგოპედი.

სკოლის ექიმი და ექთანი მასწავლებლებთან ერთად კურირებს სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს და მოსწვალეებში ატარებს ღონისძიებებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე ზედამხედველობას უწევს მოსწავლეთა სწორი კვების ორგანიზებას და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას.

სკოლის ლოგოპედი სათანადო მეცადინეობებს უტარებს მეტყველების დეფექტის მქონე მოსწავლეებს. ის სამუშაო პროცესში იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ლოგორითმიკა, ლოგოპედური მასაჟი, როგორც სამეტყველო აპარატის ასევე თითების.




bottom of page