მამუკა მესხიშვილი
სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი
დაბადების თარიღი: 1966 წელი, 6 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი
განათლება:
1983 წელს წარჩინებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა ილია ვეკუას
სახელობის №42 ფიზიკა- მათემატიკური სკოლა.
1983 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა 1988 წელს.
1988-91 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი.
1990-91 წლებში მივლინებული იყო ქ. მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის პრობლემების ინსტიტუტში.
სამეცნიერო ხარისხი:
1993 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
2004 წელს მიენიჭა ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
პროფესიული საქმიანობა:
2003 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი.
1996-2003 წლებში მუშაობდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში, სადაც ასწავლიდა მათემატიკას ინგლისურ ენაზე, ხელმძღვანელობდა საოლიმპიადო ჯგუფებს.
1994-95 წლებში მიწვეული იყო საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში.
1993-97 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე.
1991-93 წლებში მუშაობდა თბილისის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) წარმომადგენელი საქართველოში და მისი Affiliated Fair-ის Georgian Science Project Olimpiad-is აღმასრულებელი დირექტორი.
არის ამერიკის მათემატიკოსთა კავშირის – Mu Alpha Theta წევრი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ოთხჯერ არის დაჯილდოებული საქართველოს განათლების სამინისტროს დიპლომებით.
იყო მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადების და კონფერენციების ჟიურის წევრი.
2013 წ. გამოსცა მონოგრაფია – სამსაუკუნოვანი პრობლემა.
ის შესულია ყველა დროის 8 მათემატიკოს შორის (ეილერთან ერთად), რომლებმაც მიიღეს სრულყოფილი პარალელეპიპედის პარამეტრიზაციის ფორმულები:
A Collection Of Cuboid Parametric Formulas
გეომეტრიაში შემოიტანა ციკლური საშუალოს – Cyclic Average ცნება, რის საშუალებითაც გამოიკვლია წესიერი მრავალკუთხედები – Regular Polygons და პლატონის ფიგურები – Platonic Solids.
მისი შედეგები შესულია ვიკიპედიის 11 თავში, რაც საქართველოდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია:
Pompeiu's theorem; Circle; Concyclic points; Circumscribed circle; Hexagon; Pentagon; Platonic solid; Regular polygon; Square; Equilateral Triangle; Bottema's theorem.
უფრო დაწვრილებით, მამუკა მესხიშვილის სამეცნიერო ნაშრომების შესახებ, იხილეთ მსოფლიო მკვლევართა ვებგვერდზე:
https://orcid.org/0000-0003-2970-6480
ქვემოთ ჩამოთვლილ მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკურ შეჯიბრებებში იყო საქართველოს მათემატიკოსთა ნაკრების ხელმძღვანელი:
აშშ (არიზონა 2005,ნიუ მექსიკო 2007, ჯორჯია 2008); პოლონეთი (2005, 2009); გერმანია (2006, 2017); უკრაინა (2008); ჰოლანდია (2010, 2012); ინდონეზია (2010, 2013, 2016); სერბეთი (2014, 2018); თურქეთი (2015, 2018); რუმინეთი (2016); ბოტსვანა (2018); მალაიზია (2019); ემირატები (2019); ყატარი (2019); ესპანეთი (2021,2022); ჰონ-კონგი(2021), ტუნისი (2021,2022,2023), დიდი ბრიტანეთი (2023), ტაილანდი (2023).
2018 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელი, მეუღლესთან ირმა მესხიშვილთან ერთად –https://www.gysu.org/