top of page
Science High School
ჩვენი მოსწავლეები, წლის განმავლობაში, მრავალ საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში ღებულობენ მონაწილეობას.

მათი მიზანია:

 
  1. ახალგაზრდა მეცნიერებში თანამედროვე, 21-ე საუკუნეს მორგებული კვლევითი უნარების განვითარება
  2. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის განხილვა-გაზიარება
  3. დამოუკიდებლად კვლევისა და მიღებული შედეგების პრეზენტაციისა და დაცვის უნარების გამომუშავება

ჩვენი მოსწავლეები ეუფლებიან სამეცნიერო მიმართულებით მომზადების, მასში მონაწილეობისა და შემდგომ საჯაროდ გამოსვლის უნარ-ჩვევებს. სხვადასხვა სამეცნიერო პრობლემის გადაწყვეტის  (გადაჭრის) პროცესში ავლენენ კვლევით უნარებს, რაც გამოიხატება შესაბამისი თეორიის დამუშავებაში, ექსპერიმენტის დაგეგმვასა და განხორციელებაში,  მონაცემთა აღრიცხვისა და ანალიზის, დასკვნების გამოტანის, საკუთარი ვერსიების დამაჯერებლად წარდგენასა და სამეცნიერო დისკუსიის პროცესში დარგობრივი საკითხის დაცვაში.
პროექტის მომზადება და გაფორმება საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ  მოსწავლეები იღებენ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი სკოლის ექსკლუზივს წარმოადგენს და შემდეგ დისციპლინებად ნაწილდება:
Freshmen Project,    Sophomore project,  Junior Research,  Senior Research.
თითოეულ ამ დისციპლინაში მოსწავლეს ენიჭება 0.4 კრედიტი, რაც შემდგომში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლის GPA-ის .

წლის დასაწყისში, ჩვენი მასწავლებლები წარმოადგენენ იმ მეცნიერულ მასალას, რომლის საფუძველზე მოწაფეები დაამუშავებენ თემებსა და პროექტებს. მათი ნამუშევრები ყოველწლიურად აიტვირთება ამ რუბრიკაში.
წარმოგიდგენთ წლევანდელ მათემატიკის საცნობარო მასალას:

Capture.JPG
affgd.JPG
ahahrhhrf.JPG
cuboid.JPG
Capturechhgkgkhgdlkdgk.JPG

ოქროს მედლით დაჯილდოებული პროექტები

0001.jpg
loci-1 (1)_page-0001.jpg
bottom of page