top of page

წარმატება სერბეთში



ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია – ICYS

XXV საიუბილეო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 19-26 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა წელს სარეკორდო მაჩვენებელს 32-ს, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 300-ს მიაღწია.კონფერენციაში მონაწილეები ტრადიციულად 6 სექციაში (გარესამყაროს მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა) ასპარეზობენ.

საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 და ქართულ-ამერიკული სკოლის 2 მოსწავლით. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას 3 სექციაში მიაღწიეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:

  • ნიკა ფილაური – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა

  • ნიკოლოზ ღვინიაშვილი – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა

  • ნიკოლა კაპანაძე – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა

  • მარიამ გორდაძე – ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები

  • მარიამ მამალაძე -ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები

  • ნათია კობახიძე – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია

  • ნიკოლოზ ცაგარეიშვილი – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია

  • ალექსანდრე მუსელიანი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა

  • ნიკოლოზ მესხი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა

აღსანიშნავია, რომ 3 სექციაში გამარჯვება მხოლოდ საქართველოს გუნდმა მოიპოვა. აღნიშნული შედეგით საქართველო გუნდურად V ადგილზე გავიდა.

სკოლა ულოცავს საკუთარ ნაკრებს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს შემდეგ წლებშიც.

უკვე დამტკიცებულია მომავალი კონფერენციის მასპინძელი ქვეყნების სია:

  • 2019 წელი – მალაიზია, კუალა-ლუმპური

  • 2020 წელი – საბერძნეთი, სალონიკი

  • 2021 წელი – ჰოლანდია, ნაიმეგენი

Commentaires


Les commentaires ont été désactivés.
bottom of page