რთველი 2019
- gahs school
- Nov 25, 2021
- 1 min read
Updated: Nov 26, 2021
უძველესი დროიდან დღემდე, რთველი ერთგვარ დღესასწაულად მიიჩნეოდა, რომელიც მოიცავდა მთელ რიგ დღესასწაულებს. სადღესასწაულო განწყობის გარდა, რთველს ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა, რამეთუ ის ოჯახის კეთილდღეობას განსაზღვრავდა. ყურძნის კრეფა ისეთი ხალისით მიმდინარეობდა, რომ ადამიანები არც კი ფიქრობდნენ ჭამაზე, სანამ საღამოს მასპინძლის სახლში არ შეიკრიბებოდნენ.
რთველში მონაწილეობის ეს საოცარი განცდა და სიხარული განიცადეს მე-4 გ კლასის მოსწავლეებმაც (დამრიგებელი ეკატერინე კვირკველია). პატარები და მათი მშობლები ენთუზიაზმით კრეფდნენ ყურძენს. საკუთარი ხელით დაკრეფილს ხომ სულ სხვა გემო აქვს...