პროექტი ,,სახლი ცუგას''
- gahs school
- Apr 1, 2024
- 1 min read
სოციალური კამპანიის „ვზრუნავ მიუსაფარზე“ მონაწილეებს, მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის, კამპანიის პირობების მიხედვით, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისგან ხის სახლები გადაეცათ.
კამპანიის ფარგლებში მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დადგმა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სასკოლო საზოგადოებამ დააორგანიზა. გარდა აღნიშნული ღონისძიებისა, სკოლა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მიუსაფარი ცხოველების პირობების გასაუმჯობესებლად სამომავლოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.