პროექტი ,,კალმის მეგობრები’’
- gahs school
- Nov 25, 2021
- 1 min read
Updated: Nov 26, 2021
მნიშვნელოვანია, რომ ინგლისური ენის გაკვეთილზე მოსწავლეები ეუფლებოდნენ ენის პრაქტიკულ გამოყენებას, მათ გაკვეთილის მიღმაც უნდა შეძლონ უცხო ენაზე ზეპირი თუ წერითი კომუნიკაცია. სწორედ კომუნიკაციური წერის, კერძოდ, არაფორმალური წერილის წერის უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და შვეიცარიის სკოლა „Elementa”-ს ერთობლივი პროექტი „კალმის მეგობრები“. პროექტის ფარგლებში 7 კლასის მოსწავლეებს აქვთ რეგულარული მიმოწერა შვეიცარიელ თანატოლებთან ფოსტის მეშვეობით. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია, გამოხატონ საკუთარი ემოციები და დამოკიდებულებები, შინაგანად გაიხსნან, საკუთარი თავის შესახებ მოუთხრონ სხვებს, იმავდროულად მეტი გაიგონ თავიანთი კალმის მეგობრების ქყვეყნის კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას და ახალისებს ენის შესწავლის პროცესს