top of page

ვიზიტი გერმანულ სოფელ ელიზაბეტტალში

პროექტის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის IX/4 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების – ჯულიეტა კაპანაძის და თამარ ლომიძის ხელმძღვანელობით გერმანული სოფელი ელიზაბეტტალი მოინახულეს.


მე-19 საუკუნის დასაწყისში თბილისში გერმანელი კოლონისტები ჩამოვიდნენ და რამდენიმე სოფელი დააარსეს, მათ მოეწონათ ქართული ნაყოფიერი მიწა და ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდნენ. ძირითადად ღვინის წარმოებას, კარტოფილის მოყვანას, მესაქონლეობასა და ხელოსნობას მისდევდნენ.


მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ გერმანული უმცირესობის ისტორიას საქართველოში, მათ დაათვალიერეს შვაბების ქუჩა, საცხოვრებელი სახლები, გერმანული ეკლესია, აბანოს შენობა და დააკვირდნენ განსხვავებებს გერმანულსა და ქართულ სოფელს შორის, საკუთარი შთაბეჭდილებები კი პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს გაკვეთილზე.





bottom of page