ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი ანასტასია ჩხარტიშვილი 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია. სპორტსმენმა ტურნირზე ყველა შეხვედრის მოგება გეიმის წაუგებლად შეძლო, ფინალში კი ლიეტუველი მაგიდის ჩოგბურთელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
რიგის საერთაშორისო ტურნირს სარეიტინგო ტურნირის სტატუსი აქვს. ასპარეზობაში 13 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა.

Comments