top of page

ბუქარესტი, რუმინეთი , 2-12 დეკემბერი, 2024



 𝐈𝐉𝐒𝐎 - ბუქარესტი, რუმინეთი, 𝟐-𝟏𝟐 დეკემბერი, 𝟐𝟎𝟐𝟒

 ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა

 IJSO (International Junior Science Olympiad) არის პრესტიჟული საბუნებისმეტყველო ოლიმპიადა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საპატიო შეჯიბრია. წელს მასში მონაწილეობა მიიღო 56 ქვეყანამ მთელი მსოფლიოდან.

 2024 წლის ოლიმპიადას უმასპინძლა რუმინეთის დედაქალაქმა ბუქარესტმა, სადაც საქართველოს ღირსება დაიცვა ჩვენი სკოლის 6 ნიჭიერმა მოსწავლემ: დავით ბიწაძემ, მარიამ ჩხიკვაძემ, ნიკოლოზ კაჭახიძემ, დანიელ წულუკიძემ, გაბრიელ პაპაშვილმა და რომა გაბრიჭიძემ.

გუნდს ხელმძღვანელობდნენ: მამუკა მესხიშვილი, ირმა მესხიშვილი და გიორგი ვასაძე. ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენმა გუნდმა IJSO (International Junior Science Olympiad) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ოლიმპიადის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო კულტურულ-ესთეტიკური საღამო , რომელზეც ჩვენმა საამაყო მოსწავლეებმა ქართული ცეკვით წარადგინეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა და დიდი მოწონება დაიმსახურეს. კულტურული საღამო ემოციურად დასრულდა – ოლიმპიადაში მონაწილე ყველა ქვეყნის მოსწავლეთა ერთობლივი ცეკვა სცენაზე იყო ერთობის, მეგობრობისა და მრავალფეროვანი მსოფლიო ერთიანობის სიმბოლო.

მადლობა ჩვენს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებმაც ქართული კულტურა გააცნეს მსოფლიოს!





Comments


bottom of page