top of page

ბუნება ჩვენი სიმდიდრეა

მიმდინარე წლის 9 მაისს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლ რიტა ნაჭყებიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს დიდი დიღმის ტერიტორიაზე (გიორგი ბრჭყინვალის ქუჩა) ნერგების დარგვის აქციაში. მოსწავლეებმა 25 ძირი ნერგი დარგეს, რომლებიც თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მათ უსასყიდლოდ გადასცა. ხეების დარგვის აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მოსწავლეების და-ძმები და მშობლები .

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შევუერთდეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მოწოდებას - თბილისში ყოველწლიურად დაირგოს ხის ნერგები. ეს დავალება უნდა შეასრულოთ და „მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე“, - თქვა პატრიარქმა.

ბევრჯერ თქმულა და გავიმეორებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი სიმდიდრე მისი ბუნებაა. ეს ბუნება განსაკუთრებულია არა სილამაზით, არამედ მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით. საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვართ და მის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკიც. ისინი დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს ბუნების წიაღში, სუნთქავენ მათგან ბოძებულ ჟანგბადს და დადებითი ენერგიით იმუხტებიან.


თბილისელი ხარ, შენს თბილისს

მზის სხივად გადაექარგე,-

ქორწინების წინ ხე დარგე,

შვილი გეყოლა, ხე დარგე!

ხე დარგე, როცა მოიწყენ,

როცა მოილხენ ხე დარგე,-

ლელოს გაიტან, ხე დარგე,

კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!

თუ ვერ დასწერე, რა უშავს,

ნურც რას იდარდებ, მეტადრე,

ხის დარგვა ხომ შეგიძლია,

შენც ადექი და ხე დარგე!


ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და კლასის დამრიგებლის სახელით მადლობას ვუხდით ქალაქ თბილისის მერიას და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამოქალაქო სამსახურს.





Comments


bottom of page