🏛️🗽 𝐆𝐀𝐇𝐒 & 𝐆𝐀𝐒 - 𝐌𝐨𝐝𝐞𝐥 𝐔𝐧𝐢𝐭𝐞𝐝 𝐍𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐬, 𝟐𝟎𝟐𝟓
- gahs school
- Mar 31
- 1 min read
ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში (𝐌𝐔𝐍).
𝟐𝟎𝟐𝟓 წელს 𝐆𝐀𝐇𝐒 და 𝐆𝐀𝐒 𝟑𝟖-წევრიანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი.
𝐌𝐔𝐍 ჩვენი სკოლის ერთ-ერთი პრესტიჟული კონფერენციაა, რომელიც მოსწავლეებს უნიკალურ უნარებს სძენს:
ლიდერობა და დიპლომატია – მოსწავლეები იძენენ მოლაპარაკებების წარმოების, კონფლიქტების მოგვარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების უნარებს.
საჯარო გამოსვლები და დებატები – მონაწილეები ხდებიან უფრო თავდაჯერებულები, სწავლობენ საკუთარ პოზიციის დაცვასა და ეფექტურ კომუნიკაციას.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა – MUN ხელს უწყობს ანალიტიკურ აზროვნებას და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს იმსჯელონ და მოამზადონ რეალურ პრობლემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
გლობალური ხედვა და ახალი კონტაქტები – დელეგატები ურთიერთობენ თანატოლებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, აფართოებენ კულტურულ ჰორიზონტებს და ამყარებენ საერთაშორისო კავშირებს.
აკადემიური და კარიერული უპირატესობა – უნივერსიტეტები და დამსაქმებლები მაღალ შეფასებას აძლევენ MUN-ის გამოცდილებას, რადგან ეს ადასტურებს ძლიერი კვლევითი, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების ქონას.
