ქართულ-ამერიკული უმაღლესი და დაწყებითი სკოლების დირექტორები, ბატონი მამუკა მესხიშვილი და ქალბატონი ირმა მესხიშვილი, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში ამერიკის ელჩთან ბატონ რიჩარდ ნორლანდთან. საქართველოში წელს პირველად ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ მშვიდობის კორპუსი და საქართველოს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის ქართულ-ამერიკული უმაღლესი და დაწყებითი სკოლები. ბატონმა ელჩმა და მისმა მეუღლემ, ქალბატონმა მერი ჰართენტმა, გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს სტუმრებს და სიგელებით დააჯილდოვეს გამარჯვებული მოსწავლეები. აღინიშნა, რომ კონკურსი ტრადიციული გახდება და უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს. დაიგეგმა, რომ მომდევნო კონკურსის თბილისის რეგიონულ ტურს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა უმასპინძლებს.
top of page
bottom of page
Comments