მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ინტელექტუალურ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები. საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის ფრენბურთის ზამთრის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა 11-ბ კლასის გუნდი.
სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა ინტერესის გათვალისწინებით სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოსინჯონ ძალები.
წლის განმავლობაში დაგეგმილია ამხანაგური, გუნდური და ინდივიდუალური თამაშები ჭადრაკში, ჩოგბურთში, ფეხბურთსა და კალათბურთში.
Comments