ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს 𝟑𝟎 წელი შეუსრულდა.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩვენს სკოლას ეწვია ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე, ბატონი კრისტოფერ ანდერსონი ( 𝐂𝐡𝐫𝐢𝐬𝐭𝐨𝐩𝐡𝐞𝐫 𝐉. 𝐀𝐧𝐝𝐞𝐫𝐬𝐨𝐧 ).
ის შეხვდა ჩვენს მოსწავლეებს და გარკვეულწილად შეაჯამა განვლილი 𝟑𝟎 წელი.
დილოგი, კითხვა-პასუხის რეჟიმში , ძალიან უშუალო და გულღია გერემოში წარიმართა.
ბატონმა კრისტოფერმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია გააცნო ამერიკის საელჩოს საგანმანათლებლო გრანტების შესახებ.
შეხვედრის მიწურულს კულტურის ატაშემ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით მსგავს შეხვედრებს ინტიენსიური ხასიათი აქვს.
コメント