ამერიკული აკრედიტაცია
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა არის Cognia-ს მიერ სრულად აკრედიტებული სკოლა თბილისში, რომელიც აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს რომელიც დადგენილია Cognia-ს მიერ.
GAHS-ში განათლების ხარისხი შეესაბამება მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებს .
GAHS-ში მიღებული კრედიტებისა და შეფასების სისტემა თავსებადია ამერიკულ და ევროპულ საშუალო სკოლებში არსებულთან.
GAHS - College Board - ის წევრი
2022 წლის 1 ნოემბერს GAHS-მა მიიღო College Board-ის წევრის სტატუსი. იმისათვის რომ სკოლა გახდეს წევრი, სავალდებულოა,იგი სისტემატურად ახორციელებდეს College Bord-ის პროგრამებს.
ქართულ -ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლეთა გარე შეფასების კუთხით ტრადება College Board - ის გამოცდები, კერძოდ - PSAT 8/9, PSAT 10, PSAT/NMSQT და SAT. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ College Board-ის წევრის სტატუსი საქართველოში აქვს სამ სკოლას , რომელთაგან ორს ასევე გააჩნია College Board - ის ტესტცენტრი. მათ შორის ერთ-ერთი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაა, რის გამოც გამოცდებზე ხშირად გვსტუმრობენ მეზობელი ქვეყნების (აზრებაიჯანი,სომხეთი,რუსეთი,ყაზახეთი) მოქალაქეები.