სერბეთი 2018
XXV საიუბილეო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 19-26 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა წელს სარეკორდო მაჩვენებელს 32-ს, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 300-ს მიაღწია. კონფერენციაში მონაწილეები ტრადიციულად 6 სექციაში (გარესამყაროს მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა) ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 და ქართულ-ამერიკული სკოლის 2 მოსწავლით. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას 3 სექციაში მიაღწიეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
-
ნიკა ფილაური – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
-
ნიკოლოზ ღვინიაშვილი – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
-
ნიკოლა კაპანაძე – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
-
მარიამ გორდაძე – ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები
-
მარიამ მამალაძე -ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები
-
ნათია კობახიძე – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია
-
ნიკოლოზ ცაგარეიშვილი – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია
-
გვანცა მამალაშვილი – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები
-
ანანო ღიბრაძე – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები
-
თამთა ჯაში – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები
-
ალექსანდრე მუსელიანი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა
-
ნიკოლოზ მესხი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა