top of page

რუმინეთი 2016

romanian-flag-5.gif

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია – ICYS  წელს რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა 16-22 აპრილს. რიგით XXIII კონფერენციაში 31 ქვეყნის 270 მოსწავლე მონაწილეობდა.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა თავიანთი საპროექტო ნაშრომები 5 სექციაში წარადგინეს. ეს სექციებია – მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, სიცოცხლისა და გარე სამყაროს მეცნიერებები. წელს საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო 12მოსწავლით – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 8 და ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) 4 მოსწავლე. მათ წარადგინეს 6 საპროექტო ნაშრომი. კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია. შესაბამისად, მოსწავლე სრულუყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას

მათემატიკის სექციაში ქართველმა მოსწავლეებმა აიღეს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოსმედლები, რამაც საქართველოს ნაკრები აღნიშნულ სექციაში პირველ ადგილზე გაიყვანა. ასევე, ვერცხლის მედალი ავიღეთ სიცოცხლის მეცნიერების სექციაში:

 

  • მათემატიკის სექცია: ოქროს მედალი – ნიკიტა ტრიპათჰი და ნიკოლოზ კალატოზიშვილი (GAHS);

  • მათემატიკის სექცია: ვერცხლის მედალი – ნია ბარამაძე და ეკატერინე აქუბარდია; (GAS);

  • მათემატიკის სექცია: ბრინჯაოს მედალი – გიორგი ბუგეჩაშვილი და ნათია ჭეიშვილი; (GAHS);

  • სიცოცხლის მეცნიერებები: ვერცხლის მედალი – მარიამ ვარდოსანიძე და ნინო ქერდიყოშვილი. (GAHS);

 

საუკეთესოდ იყო ორგანიზებული კონფერენციის კულტურული პროგრამა, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ტრანსილვანიის ღირსშესანიშნაობები, მათთვის დაუვიწყარი იყო ტურდას მარილის საბადოსა და ალბა იულიას სამეფო კათედრალის მონახულება.
შემდეგი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება გერმანიის ქ.შტუტგარტში, სადაც კვლავ 12მოსწავლით წარვდგებით.

bottom of page