top of page

STEM-ის ლაბორატორიები

სკოლას აქვს კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სათანადოდ 
აღჭურვილი ლაბორატორიები,რომლებიც სასწავლო პროცესში ხელმისაწვდომია
ნებისმიერი მოსწავლისა და მასწავლებლისათვის.

ქიმიის ლაბორატორია

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია თანამედროვე სასწავლო თვალსაჩინოებებით, ქიმიური ჭურჭლით (მწარმოებელი Feta), სასწორებით, რეაქტივებითა და აპარატურითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, ლაბორატორიაში დაცულია მოსწავლეთა უსაფრთხოების ზომები.

მოსწავლეები ქიმიის სასკოლო ლაბორატორიით სარგებლობენ:

  • ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს;

  • ატარებენ კვლევებს;

  • აკვირდებიან შედეგებს;

  • გამოაქვთ სათანადო დასკვნები;

  • ამზადებენ პრეზენტაციებს და პროექტებს.

 

საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორიის არსებობა სკოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უფროსკლასელთა შორის ბევრია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლე. ეს ლაბორატორია მათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სხვადასხვა კონკურსისა და საერთაშორისო კონფერენციისთვის მზადებაშიც ეხმარება.

გარდა ამისა, სკოლის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ქიმიის სწავლებისა და შესწავლისას, საშუალება აქვთ ვირტუალური ლაბორატორიითაც ისარგებლონ.

ქიმიის სწავლების დონის ამაღლებასა და ამ საგნით მოსწავლეთა დაინტერესებას ხელს უწყობს სკოლაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფიზიკის ლაბორატორია

ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიაში მრავლადაა წარმოდგენილი ფიზიკის საექსპერიმენტო ხელსაწყოები და თვალსაჩინოებები.

ბავშვები ელექტრული ძრავის საშუალებით გარდაქმნიან მექანიკურ მუშაობას ელექტრულ ენერგიად: ბორბლის ხელით დატრიალებით ანთებენ ნათურას, სხვადასხვა წინაღობის რეზისტორების, რეოსტატის, ვოლტმეტრების, ამპერმეტრების, დენის წყაროს თუ დენიანი კოჭას საშუალებით აწყობენ სხვადასხვა სირთულის ელექტრულ წრედებს.

მოსწავლეები აკვირდებიან ოპტიკურ მოვლენებს სხვადასხვა პრიზმების, ლინზების, სინათლის ინტენსიური წყაროსა თუ ინტერფერენციის სადემონსტრაციო ხელსაწყოს საშუალებით.

ეს და სხვა მრავალი ფიზიკური მოვლენის ამსახველი თვალსაჩინოება ხელს უწყობს მოსწავლეებს ფიზიკური მოვლენების სიღრმისეულ გააზრებაში, ექსპერიმენტების ჩატარებაში, პრეზენტაციების მოწყობაში, ახალი საექსპერიმენტო მოდელების შექმნაში.

 

ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსწავლეებს ფიზიკის საგნისადმი დაინტერესებაში, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის, სხვადასხვა კონკურსისა და საერთაშორისო კონფერენციისთვის მზადებაში, ასევე ეხმარებათ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში.

ბიოლოგიის ლაბორატორია

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ფუნქციონირებს ბიოლოგიის ლაბორატორია,რომელიც აღჭურვილია მიკროსკოპებით, მუდმივი პრეპარატებით, ადამიანის ორგანოების მულაჟებითა და მრავალფეროვანი თანამედროვე თვალსაჩინოებით.


● მოსწავლეები ამზადებენ პრეპარატებს, აკვირდებიან მიკროსკოპით და გამოაქვთ სათანადო დასკვნები.

● მოსწავლეები ატარებენ გრძელვადიან ექსპერიმენტებს.

ბიოლოგიის ლაბორატორიის ფუნქციონირება ეხმარება მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის, სხვადასხვა კონკურსისა და საერთაშორისო კონფერენციებისთვის მზადებაში.

 

 

 

მათემატიკის ლაბორატორია

საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

bottom of page