გამარჯვება დუბაიში!
საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა დუბაის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - 𝙀𝙎𝘼 𝟮𝟬𝟮𝟮. ჩვენი ნაკრები ქართულ - ამერიკული უმაღლესი და ქართულ - ამერიკული სკოლების 10 მოსწავლით იყო წარმოდგენილი. მათ მათემატიკის, ფიზიკისა და პროგრამირების სექციებში წარადგინეს 3 თემა, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს.
საქართველოს გუნდი მხარში ედგა და ამხნევებდა უკრაინის გუნდს. აღნიშნული სკოლების დირექტორებმა უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მასპინძლობაც კი შესთავაზეს. ჩვენი ნაკრები ყველაზე მეტად განიცდიდა მათ მდგომარეობას, რადგან საკუთარ თავზე ჰქონდათ გამოცდილი ომის უბედურება.
კონფერენციაში 𝟑𝟖 ქვეყნის 𝟕𝟎𝟓 სამეცნიერო პროექტი მონაწილეობდა. საუკეთესოდ იყო ორგანიზებული ტურისტული პროგრამა. ჩვენმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს დუბაის ღირსშესანიშნაობები -
𝐁𝐮𝐫𝐣 𝐊𝐡𝐚𝐥𝐢𝐟𝐚, 𝐒𝐤𝐲 𝐑𝐞𝐯𝐢𝐞𝐰 ,𝐃𝐮𝐛𝐚𝐢 𝐌𝐢𝐫𝐚𝐜𝐥𝐞 𝐆𝐚𝐫𝐝𝐞𝐧, 𝐄𝐱𝐩𝐨 𝟐𝟎𝟐𝟎.
მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა საჰარაში სკუტერებით მოწყობილმა ტურმა. შემდეგი 𝗘𝗦𝗔-𝟮𝟬𝟮𝟯 მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გაიმართება, საიდანაც მოწვევა უკვე მიიღო ჩვენმა გუნდმა.