top of page

მამუკა მესხიშვილი

სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი

დაბადების თარიღი: 1966 წელი, 6 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო

 

ოჯახური მდგომარეობა:


ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი

 

განათლება:

1983 წელს წარჩინებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა ილია ვეკუას

სახელობის №42 ფიზიკა- მათემატიკური სკოლა.
1983 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა 1988 წელს.
1988-91 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი.
1990-91 წლებში მივლინებული იყო ქ. მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის პრობლემების ინსტიტუტში.

 

სამეცნიერო ხარისხი:


1993 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
2004 წელს მიენიჭა
ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

 

პროფესიული საქმიანობა:

2003 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი.
1996-2003 წლებში მუშაობდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში, სადაც ასწავლიდა მათემატიკას ინგლისურ ენაზე, ხელმძღვანელობდა საოლიმპიადო ჯგუფებს.
1994-95 წლებში მიწვეული იყო საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში.
1993-97 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე.
1991-93 წლებში მუშაობდა თბილისის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე.

 

დამატებითი ინფორმაცია:

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) წარმომადგენელი საქართველოში და მისი Affiliated Fair-ის   Georgian Science Project Olimpiad-is აღმასრულებელი დირექტორი.
არის ამერიკის მათემატიკოსთა კავშირის – Mu Alpha Theta წევრი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ოთხჯერ არის დაჯილდოებული საქართველოს განათლების სამინისტროს დიპლომებით.
იყო მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადების და კონფერენციების ჟიურის წევრი.

2013 წ. გამოსცა მონოგრაფია – სამსაუკუნოვანი პრობლემა.

ის შესულია ყველა დროის 8 მათემატიკოს შორის (ეილერთან ერთად), რომლებმაც მიიღეს სრულყოფილი პარალელეპიპედის პარამეტრიზაციის ფორმულები:

A Collection Of Cuboid Parametric Formulas

გეომეტრიაში შემოიტანა ციკლური საშუალოს – Cyclic Average ცნება, რის საშუალებითაც გამოიკვლია წესიერი მრავალკუთხედები – Regular Polygons და პლატონის ფიგურები – Platonic Solids. 

მისი შედეგები შესულია ვიკიპედიის 11 თავში, რაც საქართველოდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: 

Pompeiu's theorem;  Circle; Concyclic points; Circumscribed circleHexagonPentagonPlatonic solidRegular polygonSquareEquilateral Triangle; Bottema's theorem.

უფრო დაწვრილებით, მამუკა მესხიშვილის სამეცნიერო ნაშრომების შესახებ, იხილეთ მსოფლიო მკვლევართა ვებგვერდზე:

https://orcid.org/0000-0003-2970-6480

ქვემოთ ჩამოთვლილ მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკურ შეჯიბრებებში იყო საქართველოს მათემატიკოსთა ნაკრების ხელმძღვანელი:

აშშ (არიზონა 2005,ნიუ მექსიკო 2007, ჯორჯია 2008); პოლონეთი (2005, 2009); გერმანია (2006, 2017); უკრაინა (2008); ჰოლანდია  (2010, 2012); ინდონეზია (2010, 2013, 2016); სერბეთი (2014, 2018); თურქეთი (2015, 2018); რუმინეთი (2016); ბოტსვანა (2018); მალაიზია (2019); ემირატები (2019); ყატარი (2019); ესპანეთი (2021,2022); ჰონ-კონგი(2021), ტუნისი (2021,2022,2023), დიდი ბრიტანეთი (2023), ტაილანდი (2023).

2018 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელი, მეუღლესთან ირმა მესხიშვილთან ერთად  –https://www.gysu.org/

203555789_4345184372192891_4469608447113030128_n.jpg
bottom of page