top of page

ინდონეზია 2016

Flag_of_Indonesia.gif

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IJSO, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

წელს  IJSO ოლიმპიადა 8-18 დეკემბერს მე-13 ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 52 ქვეყნის გუნდი. თითოეულ გუნდში 6-6 მოსწავლეა, რომელთა ასაკი არ აღემატება 16 წელს. მოსწავლეები ერთმანეთს 3 საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში – ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ეჯიბრებიან.

ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება და მოიცავს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტალურ დავალებებს. IJSO – მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოლიმპიადად და ის 10დღის განმავლობაში გრძელდება. გუნდის ლიდერები და მოსწავლეები ცალ-ცალკე იმყოფებიან. წელს ლიდერები ბალის Grand Hyatt Bali სასტუმროში, ხოლო მოსწავლეები Purana Suite Ubud სასტუმროში ცხოვრობდნენ.

ყოველთვის ბრწყინვალედ არის ორგანიზებული ოლიმპიადის ექსკურსიების პროგრამა. მოსწავლეებმა და ლიდერებმა დაათვალიერეს ბალი ღირსშესანიშნაობები, მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბალის ბუნებამ და მონუმენტურმა ქანდაკებებმა.

უკვე ცნობილია მომდევნო IJSO-ს მასპინძელი ქვეყნები. შემდეგ წლებში ოლიმპიადა – ჰოლანდიაში, ბოტსვანაში და ყატარში ჩატარდება.

bottom of page