ოლიმპიადები

ინგლისურის ოლიმპიადა ზამთრის ტური 2018-2019

ინგლისური ენის ოლიმპიადის GAHS   English   Olympics  ზამთრის ტური გაიმართა  8  დეკემბერს.   ოლიმპიადაში მონაწილეობდა:  ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საბაზო საფეხურის – 191 მოსწავლე; ქვემოთ მოცემულია კლასების მიხედვით  ოლიმპიადის დავალებები პასუხებთან ერთად.  VII კლასი დავალებები პასუხები VIII კლასი დავალებები პასუხები IX კლასი დავალებები პასუხები

მათემატიკის ოლიმპიადა ზამთრის ტური 2018-2019

            მათემატიკის ოლიმპიადის Mu Alpha Theta  ზამთრის ტური გაიმართა 1 დეკემბერს. ოლიმპიადაში მონაწილეობდა: ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საბაზო საფეხურის – 168 მოსწავლე; ქვემოთ მოცემულია კლასების მიხედვით  ოლიმპიადის დავალებები პასუხებთან ერთად. VII კლასი დავალებები პასუხები VIII კლასი დავალებები პასუხები IX კლასი დავალებები პასუხები

თურქეთი იზმირი 2018

ვულოცავთ ჩვენი სკოლის IX კლასელებს – მარიამ ყანჩაველს და ლიკა ღლონტს თურქეთის საერთაშორისო კონფერენციაზე ადგილის დაკავებას. უკვე მოწვევა მიღებულია მომავალი წლის კონფერენციიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი წარმომადგენლები კონკურსანტებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსები იყვნენ და მით უფრო სასიხარულოა მათ მიერ მოპოვებული გამარჯვება.          

სერბეთი 2018

XXV საიუბილეო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 19-26 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა წელს სარეკორდო მაჩვენებელს 32-ს, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 300-ს მიაღწია. კონფერენციაში მონაწილეები ტრადიციულად 6 სექციაში (გარესამყაროს მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა) ასპარეზობენ. საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 და ქართულ-ამერიკული სკოლის 2 მოსწავლით. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას 3 სექციაში მიაღწიეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ნიკა ფილაური – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა […]

2016-17 სასწავლო წლის საოლიმპიადო გრანტები

2016-17 სასწავლო წლის საოლიმპიადო გრანტები ინგლისური ენის და მათემატიკის ზამთრისა და გაზაფხულის ოლიმპიადების შედეგად IV-XI კლასებში გამოვლინდა  ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 55 მოსწავლე, რომელთაც მოიპოვეს მომდევნო სასწავლო წლის გრანტები. ეს მოსწავლეები არიან:    ბარქაია ელენე აგლაძე გვანცა ბაჯელიძე სანდრო წულუკიძე მარიამი აბაშიძე ლევანი ფილაური ნიკა ტაბაღუა გიორგი ტრიპათჰი ნიკიტა ჩხიკვაძე დავითი ანასაშვილი მარიამი სარალიძე სანდრო ყანჩაველი მარიამი საბეკია საბა ტრიპათჰი  მარიამი […]

მათემატიკის ოლიმპიადა გაზაფხულის ტური 2016

მათემატიკის ოლიმპიადა გაზაფხულის ტური 2016 Spring Tour of Math Olympiad 2015-2016 მათემატიკის ოლიმპიადის  Mu   Alpha  Theta  გაზაფხულის ტური გაიმართა  14  მაისს.   ოლიმპიადაში მონაწილეობდა:    ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა– 391  მოსწავლე;   ქართულ-ამერიკული სკოლა–  56  მოსწავლე.   15  მაისს გაიმართება   ინგლისური ენის  ოლიმპიადის- GAHS  English  Olympics გაზაფხულის ტური.    2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომა-გაზაფხულის  ოლიმპიადების  შეჯამების შედეგად უმაღლესი რეიტინგის მქონე პირველი 6 მოსწავლე  ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაჯილდოვდება ქართულ ამერიკული-უმაღლესი სკოლის სასწავლო გრანტით.    IV […]

ჰოლანდია 2017

ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IJSO, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. წელს ჰოლანდიაში IJSO ოლიმპიადა 3-13 დეკემბერს მე-14 ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 52 ქვეყნის გუნდი. თითოეულ გუნდში 6-6 მოსწავლეა, რომელთა ასაკი არ აღემატება 16 წელს. მოსწავლეები ერთმანეთს 3 საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში – ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ეჯიბრებიან. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება და მოიცავს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტალურ დავალებებს. IJSO – მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოლიმპიადად და ის 10დღის განმავლობაში გრძელდება. […]

გერმანია 2017

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები 16-22 აპრილს იმყოფებოდა გერმანიის ქ. შტუტგარტშიახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს ოცდამეოთხედ ჩატარდა. ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს 29 ქვეყნიდან ერთმანეთს 5 სამეცნიერო კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. ეს კატეგორიებია: ფიზიკის, მათემატიკის, სიცოცხლის, გარე სამყაროსა და კომპიუტერული მეცნიერებების.  წელს 200-მდე ახალგაზრდამ თავისი ნაშრომი ინგლისურ ენაზე წარმოადგინა კომპეტენტური ჟიურის წინაშე. საქართველოს ნაკრები შედგებოდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის 10 მოსწავლისაგან. სულ საქართველოს ნაკრებმა 6 საპროექტო ნაშრომი წარადგინა და მეტად […]

სამოქალაქო ოლიმპიადის გამარჯვებულები 2016

მოსწავლეებში აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის’’ მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა. 2016 წლის 22 მარტს საქართველოს გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართა მეორე ტურის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, წარმატებულთა შორის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ოთხი მოსწავლეა: ნიკიტა ტრიპატჰი გიორგი გიორგაძე ანა ოსიაშვილი ნინო ქერდიყოშვილი მათ საპატიო სიგელები და პლანშეტები  საზეიმო ვითარებაში გადასცა საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა. ვულოცავთ ჩვენს […]

რუმინეთი 2016

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია – ICYS  წელს რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა 16-22 აპრილს. რიგით XXIII კონფერენციაში 31 ქვეყნის 270 მოსწავლე მონაწილეობდა. კონფერენციაზე მოსწავლეებმა თავიანთი საპროექტო ნაშრომები 5 სექციაში წარადგინეს. ეს სექციებია – მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, სიცოცხლისა და გარე სამყაროს მეცნიერებები. წელს საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო 12მოსწავლით – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 8 და ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) 4 მოსწავლე. მათ წარადგინეს 6 საპროექტო ნაშრომი. კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია. შესაბამისად, მოსწავლე სრულუყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. მათემატიკის სექციაში ქართველმა მოსწავლეებმა აიღეს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოსმედლები, […]

instagram takipçi instagram takipçi free followers for instagram instagram takipçi satın al instagram free followers free instagram followers instagram takipçi kasma instagram beğeni hilesi cheat follower for instagram instagram giriş instagram free follower instagram takipçi kasma instagram takipçi hilesi instagram beğeni hilesi instagram takipçi instagram giriş instagram takipçi satın al instagram free followers instagram free follower cheat follower for instagram free instagram followers free followers for instagram Cami Halı Cami Halı Promosyon ürünleri çiğköfte bayilik Cami Halı