მოკლედ
მედალი

საუკეთესო კერძო სკოლა!
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას 2011 წლის საუკეთესო კერძო სკოლის სტატუსი მიანიჭა. საუკეთესო კერძო სკოლის დამადასტურებელი ოქროს მედალი და სერთიფიკატი სკოლის დირექტორს ბ-ნ მამუკა მესხიშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბ-ნმა დიმიტრი შაშკინმა პირადად გადასცა. Video 1 | Video 2
დაჯილდოება

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური წარმატებული სკოლების დირექტორებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე საქართველოს სხვადასხვა რაიონების ჩვიდმეტ საჯარო და სამი კერძო სკოლის დირექტორს შეხვდა, რომელთა შორისაა ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა. ბ-მა ნიკამ ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორს მამუკა მესხიშვილს პირადად მიულოცა მორიგი წარმატება და სკოლა დააჯილდოვა ფულადი პრემიით. ქართულ –ამერიკული უმაღლესი სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პრემიერ მინისტრსა და განთლების სამინისტროს აღიარებისა და ყურადღებისათვის, ხოლო სკოლის პედაგოგებს და მათ მოწაფეებს გაწეული შრომისათვის. იხილეთ ვიდეო სიუჟეტი
Georgian-American High School
ბრენდირება! გილოცავთ ცხრა ვარსკვლავს !!!
24 ნოემბერი 2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბრენდირების პროცესში გამოავლინა 10 საუკეთესო სკოლა მათ შორისაა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, სპეციალური სერთიფიკატი გადასცა სკოლის დირექტორს, მამუკა მეხიშვილს და მიულოცა ცხრა ვარსკვლავიანი ბრენდის მინიჭება.
მოწვევა ამერიკიდან! INTEL ISEF, Pittsburg Pennsylvania
22 ნოემბერი 2011
მოწვევა ჰოლანდიიდან! ICYS, Nijmegen, The Netherlands
22 ნოემბერი 2011
სხვა ...
მინისტრი სკოლაში
ბოლო ზარი 2011
კონფერენციები
ინდონეზია 2010
ჰოლანდია 2010
პოლონეთი 2009
2009 წლის 22 აპრილიდან 1 მაისამდე, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ახალგაზრდა მეცნიერთა XIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე 14 ქვეყნის მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც მათემატიკური გუნდური პროექტების ოთხ სექციაში იცავდნენ თავიანთ ნაშრომებს.
მათ შორის იყვნენ ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს:
აშშ, ჯორჯია 2008
2008 წლის 11-21 მაისს, საპროექტო ნაშრომების რიგით 59-ე მსოფლიო ჩემპიონატს ჯორჯიის დედაქალაქმა ატლანტამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სამი მოსწავლე: შალვა ხოხაშვილი, ლია ერაძე და ანა ბეჟიტაშვილი იცავდნენ.
მათ საპროექტო ნაშრომები ეკოლოგიის სექციაში წარადგინეს. ჩვენდა სასიხარულოდ სამივე მათგანმა საპატიო სიგელი დაიმსახურა.
მსოფლიო ჩემპიონატზე 52 ქვეყნის 1554 მოსწვლე მონაწილეობდა, რომლებმაც ნაშრომები 18 სხვადსხვა სექციაში წარადგინეს. ჩვენს გუნდზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ატლანტის ღირსშესანიშნაობებმა.
ჩერნოვცი 2008
2008 წლის 16-25 აპრილს, ჩერნივცში ახალგაზრდა მეცნიერთა ევროპის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია (ICYS) გაიმართა, რომელშიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეების გუნდმა მათემატიკისა და ეკოლოგიის სექციებში წარმატებებს მიაღწიეს.
მათემატიკური სექცია:
1. ლადო მესხიშვილი - პირველი ადგილი
2. ლევან გრძელიშვილი - პირველი ადგილი
3. რომა ჭალიძე - მესამე ადგილი
4. ირაკლი სარალიძე - მესამე ადგილი
5. ლუკა ჯიქია - სიგელი
აშშ, ნიუ მექსიკო 2007
2007 წლის 11-19 მაისს ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუქერქეში მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების რიგით 58-ე მსოფლიო ჩემპიონატი INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) გაიმართა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები:
1. ლადო მესხიშვილი
2. გიორგი კუხალაშვილი
3. გიორგი ბენაშვილი
4. ნიკა გიგაშვილი
აშშ, ინდიანა 2006
2006 წლის 5-14 მაისს, ინდიანას შტატის დედაქალაქ ინდიანაპოლისში, მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების რიგით 66-ე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა (INTEL ISEF (International Science and Engineering Fair), საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ:
1. ლადო მესხიშვილი (ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა);
2. თორნიკე კარტოზია (ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა);
3. ირაკლი ბაიაძე (ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა);
4. პაატა ივანიშვილი (რუსთავის №1 ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია).
გერმანია 2006
2006 წლის 16-25 აპრილს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ახალგაზრდა მეცნიერთა ევროპის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია (ICYS) გაიმართა. საქართველოს ნაკრების გუნდის წევრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც მათემატიკის სექციაში გაიმარჯვეს.
I პრიზი დაიმსახურეს ლადო მესხიშვილმა და გიორგი მიქაძემ, ხოლო II ნიკა გიგაშვილმა და ზაური სოიდუმათიმ.
პოლონეთი 2005
2005 წლის 24-30 აპრილს, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, ახალგაზრდა მეცნიერთა XII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 14 ქვეყნის მოსწავლეები, მათემატიკის, ფიზიკის, ეკოლოგიისა და ინფორმატიკის სექციებში იცავდნენ საკუთარ ნაშრომებს. კონფერენცია ჩვენი სკოლის მოსწავლეების სრული ტრიუმფით დასრულდა.
ლელა ლაცოშვილმა და გიორგი კუხალაშვილმა მათემატიკის, ხოლო ლევან ლაფაჩმა ინფორმატიკის სექციებში გაიმარჯვეს.
არიზონა 2005
2005 წლის 8-14 მაისს, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების რიგით 65-ე ყოველწლიური მსოფლიო ჩემპიონატი (INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) ჩატარდა. მასში პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები შედიოდნენ:
ირლანდია 2004
2004 წლის 20-29 სექტემბერს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა მოსწავლეთა საპროექტო ნაშრომების მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს სახელით ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ, კონსტანტინე ქაროსანიძემ გაიმარჯვა.
აღნიშნული წარმატების შემდეგ, ჩვენი სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი ამერიკის მათემატიკური საზოგადოების (Mu Alpha Theta) წარმომადგენელი გახდა საქართველოში.
ყაზახეთი 2004
ჰოლანდია 2004
2004 წლის 17-24 აპრილს, ჰოლანდიაში, ქალაქ ნაიმიგენში, ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა ევროპის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია (ICYS). ახალგაზრდა მეცნიერები ერთმანეთს მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკის და ეკოლოგიის სექციებში ეჯიბრებოდნენ.








