ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 



Summer School in Malta arroa

2011 წელს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დელეგაცია, სკოლის დირექტორის ბატონ მამუკა მესხიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა მალტაზე და გამართა მოლაპარაკებები ინგლისური ენის შემსწავლელ (“EEC“) ცენტრთან.

 

ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ 2012 წელს მალტის “EEC“-ენის ცენტრთან გააფორმა მრავალწლიანი კონტრაქტი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამ პროგრამის ფარგლებში 2012 წლის 31 ივლისიდან 13 აგვისტომდე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები  და მასწავლებლები გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ საზაფხულო ბანაკში, მალტაზე. 



ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს ზოგადი ინგლისური ენის კურსები და დაიმსახურეს შესაბამისი დონის სერტიფიკატები, გაიუმჯობესეს ინგლისური ენის უნარ-ჩვევები, მოახდინეს თავიანთი არსებული ცოდნის  აქტივაცია ინგლისურენოვან გარემოში კომუნიკაციით, გაეცნენ მალტურ კულტურასა და ტრადიციებს, მოინახულეს მალტის ღირსშესანიშნავი ადგილები, გაიჩინეს მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მონაწილეობა მიიღეს სპორტულ შეჯიბრებებში.



პროგრამაში მონაწილე ჩვენი სკოლის ორ ლიდერ-მასწავლებელს ბელა ქორიძესა და ნონა ქერდიყოშვილს მალტის „EEC“-ენის ცენტრის ხელმძღვანელობამ გადასცა წარმატებული ლიდერობის შესაბამისი სერტიფიკატები. ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ეს წარმატებული პროექტი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს განხორციელდება.

 

ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013