ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 

 

 



სამედიცინო კაბინეტი arroa

ქართულ–ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია, როგორც პირველადი, ასევე გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებითა და ინვენტარით.

ექიმი–პედიატრი ინული ბაღდავაძე ფლობს სამედიცინო სერთიფიკატს ზოგად პედიატრიაში, აქვს სამუშაო გამოცდილება და არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.

სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სანიტარულ–ჰიგიენური პირობების დაცვას. ამ მიზნით სკოლას დადებული აქვს ხელშეკრულება სანიტარულ სამსახურთან, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე ატარებს სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოებს.

სხვადასხვა დაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით სკლაში ტარდება პრევენციული ღონისძიებები. თითოეულ კლასში ექიმი ატარებს ლექციებს და პროფილაქტიკურ გასინჯვებს. საჭირო შემთხვევაში მოსწავლეებს უტარდებათ პირველადი და გადაუდებელი დახმარება.

სკოლაში ასევე ფუნქციონირებს ლოგოპედიური კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია ამ დაავადების მკურნალობისათვის საჭირო ინვენტარით. ლოგოპედ ნანა კერესელიძეს აქვს უმაღლესი განათლება და ფლობს სერთიფიკატს ლოგოპედიაში. იმისთვის რომ ბავშვების მეტყველება იყოს უნაკლო და გამართული უტარდებათ შესაბამისი ვარჯიშები. სკოლაში ტარდება ლოგოპედიური გაკვეთილები. საჭიროების შემთხვევაში ლოგოპედი მუშაობს ინდივიდუალურადაც.

ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013