ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

ბმულები arroa

 



FLEX (მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა) arroa

მომავალ ლიდერთა გაცვლითი (FLEX) პროგრამა არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც ფინანსდება აშშ მთავრობის მიერ. პროგრამა უზრუნველყოფს სტიპენდიას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები უფასოდ გაემგზავრებიან აშშ-ში, ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკულ მასპინძელ ოჯახში ერთი წლის განმავლობაში. 

პროგრამა დაარსდა 1992 წელს და თავდაპირველად “თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” სახელით იყო ცნობილი. საშუალო სკოლის მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა დაარსდა სენატორ ბილ ბრედლის გადაწყვეტილებით, აშშ-ის კონგრესის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებისათვის მეგობრობის ხელის გაწვდის ნიშნად.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს მიერ. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას. პროგრამა ყოველ წელს საშუალო სკოლების 1,100 მოსწავლეს აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. დაახლოებით 50 მოსწავლე მიემგზავრება ყოველწლიურად საქართველოდან აშშ-ში ამერიკის მთავრობის გრანტით.

დღეს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა შესაძლებლობას აძლევს საშუალო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომ გაატარონ ერთი წელი ამერიკაში სრულიად უფასოდ.  მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) მოსწავლეები ცხოვრობენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახში, სწავლობენ ამერიკულ სკოლაში, არიან დაკავებული აქტივობებით, რომ უკეთ გაეცნონ ამერიკული საზოგადოების ღირებულებს, თავადაც გააცნონ ამერიკელებს საკუთარი ქვეყანა და კულტურა. პროგრამა აქცენტს აკეთებს  ლიდერის უნარ-ჩვევებზე და ცდილობს გამონახოს გზები, რომ ამერიკაში გატარებული წელიწადის მანძილზემოსწავლეებმა მეტად განავითარონ ლიდერის მონაცემები. უკან დაბრუნების შემდეგ მოსწავლეები საკუთარ ქვეყანაში იყენებენ ამ უნარ-ჩვევებს და ერთვებიან ალუმნი (alumni) ქსელში.

FLEX-ის სტიპენდიანტებს ირჩევს დამოუკიდებელი გამოცდილი ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული საბჭო. არჩევისას გადაწყვეტილებას იღებენ წერილობითი აპლიკაციის, რეკომენდაციის, ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისა და იმის მიხედვით თუ რამდენად არის აპლიკანტი მზად ერთწლიანი გაცვლითი პროგრამისთვის.

პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ამერიკის მთავრობის მიერ და ადმინისტრირებას უწევს ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისი. ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლა უკვე დიდი ხანია ჩართულია FLEX პროგრამაში და ჰყავს გამარჯვებულები: ლაშა ნაირაშვილი, ნინო გორგოძე, ირაკლი ბაიაძე, თამარ ბუცხრიკიძე, ნია ხაჭაპურიძე და გივი მახარაძე.

დამათებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.americancouncils.ge

ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013