ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

ბმულები arroa

 



The EU Contest arroa

ევროკავშირის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (EU Contest for Young Scientists), რომელიც ჩატარდა ევროკომისიის ინიციატივით, შეიქმნა რათა ხელი შეეწყო  თანამშრომლობისა და იდეალების გაცვლა-გამოცვლისათვის ახლგაზრდა მეცნიერთა შორის.

ევროკავშირმა ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის იდეა გამოიმუშავა ჯერ კიდევ 1989 წელს, ამ კონკურსის მიზანი იყო წაეხალისებინა ახალგაზრდები, ჩაერთო მეცნიერებაში და დახმარებოდა მკვლევარის კარიერის არჩევაში. ყოველ წელს ახალგაზრდა მკვლევარები იკრიბებიან ევროპის მაშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც, რათა წარმოადგინონ მათი ნამუშევრები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უმაღლესი პრიზის მოსაპოვებლად.

ყოველ მათგანს უკვე მოპოვებული აქვს პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო თავიანთ მშობლიურ მიწაზე. ისინი მონაწილეობენ ამ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ახალგაზრდა მეცნიერთათვის მთელ მსოფლიოში. ღონისძიება ასევე სთავაზობს მონაწილეებს ფანტასტიკურ შესაძლებლობას, რომ გაეცნონ ერთმანეთს და განიხილონ მათი ნამუშევრები სხვა წამყვან მკვლევარებთან, რომელთა შორის არიან ნობელის პრემიის ლაურიატები.

ევროკავშირის კონკურსში მონაწილე ახალგაზრდები უკვე გამარჯვებულები არიან! იმისთვის, რომ ახალგაზრდები მოხვდნენ ამ კონკურსზე, მათ უნდა ქონდეთ მოგებული ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი ეროვნულ დონეზე. სწორედ, ევროკავშირის უმაღლესი სტანდარტები გამოყოფს მას სხვა მსგავსი შეჯიბრებებისგან.

მონაწილეობა შეიძლება როგორც ინდივიდუალურად, ასევე პატარა ჯგუფებად, რომლებშიც დაშვებულია სამი ადამიანი, მათი ასაკი უნდა იყოს 14-დან 21 წლამდე. ამ პროექტში უმეტესად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ევროპიდან, მაგრამ ბოლო წლებში  კონკურსმა მიიზიდა ახალგაზრდები აშშ-დან, ასევე ჩინეთიდან, კორეის რესპუბლიკიდან და იაპონიიდან.

ერთკვირიანი ღონისძიება, რომელიც ყოველ წელს ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში, არის ნამდვილი ზეიმი ახალგაზრდა მკვლევართა ტალანტებისა. თითოეული მონაწილე გუნდისთვის არის გამოყოფილი საგამოფენო ადგილი, რათა წარუდგინონ თავიანთი პროექტი ჟიურის წევრებს და ასევე სტუმრებს. პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს უსართხოების უმკაცრეს  მოთხოვნებს და იყოს გამოსადეგი საჯარო ჩვენებისთვის. პროექტი, რომელიც რაიმე სახით იქნება სახიფათო როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის, იქნება ამოღებული. კერძო ექსპერიმენტები, რომლებშიც გამოიყენება რადიოაქტიული ნივთიერებები, საშიში აღჭურვილობა, ტოქსიკური და კონცეროგენული მასალები გამოირიცხება საჯარო ჩვენებიდან.

ამ ერთი კვირის განმავლობაში ჟიურის წევრები მოინახულებენ მონაწილეებს და გამოკითხავენ მათი კვლევის ძირითად მიგნებებსა და დასკვნებზე. ხშირად კითხვები არის ძალზე დეტალური და თანაც ინგლისურ ენაზე, რაც გამოცდილებასა და ცოდნას სძენს ახალგაზრდა მკვლევარებს. ჟიური შედგება წამყვანი მკვლევარების ჯგუფისგან, როგორც სამეცნიერო საზოგადოებიდან ასევე ინდუსრტრიიდან. ღონისძიების დაწყებამდე ჟიური ახორციელებს მონაწილეების წინასწარ შეფასებას. სულ ცოტა სამი ჟიურის წევრი გამოკითხავს ღონისძიებაზე მყოფ თითოეულ გუნდს. ამ ინტენსიური ინტერვიუების განმავლობაში ჟიურისთვის მისაღებია შემდეგი კრიტერიუმები:

  • ორიგინალურობა და შემოქმედებითობა;
  • უნარი და საფუძვლიანობა, რომ პროექტი იყოს განხორციელებული;
  • მსჯელობა და შედეგის ინტერპრეტაციის სიცხადე;
  • პრეზენტაციის წარმოდგენა უმაღლეს დონეზე, როგორც წერითი ფორმით, ასევე ინტერვიუების სახით.

ჟიურის წევრები ასევე ითვალისწინებენ იმას, თუ რამდენად დაუჭირეს მხარი გუნდს მათმა მასწავლებლებმა და ხელმძღვანელებმა. ძირითადი პრიზებია:

  • პირველი სამი ჯილდო  7 000 EUR ოდენობით
  • მეორე სამი ჯილდო  5 000 EUR ოდენობით
  • მესამე სამი ჯილდო  3 500 EUR ოდენობით

სხვა ჯილდოები შეიცავს:

  • მოგზაურობა სტოკჰოლმის საერთაშორისო ახალგაზრდულ მეცნიერულ სემინარზე, რომელიც ასევე მოიცავს დასწრებას ნობელის პრემიის ცერემონიაზე;
  • მოგზაურობა ლონდონის საერთაშორისო ახალგაზრდულ  მეცნიერულ ფორუმში
  • ხუთდღიანი ვიზიტი ევროპის საპატენტო ოფისში - მიუნხენი, გერმანია;

ერთი კვირით დარჩენა ევროპის რამდენიმე წამყვან კვლევით ცენტრში:

  • CERN (ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია);
  • EFDA (ევროპის თერმობირთვული განვითარების ურთიერშეთანხმება);
  • EMBL (ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია);
  • ESA (ევროპული კოსმოსური სააგენტო);
  • ESO (სამხრეთ ნახევარსფეროს ასტრონომიული კვლევის ევროპული ორგანიზაცია);
  • ESRF (ევროპის სინქოტრომის რადიაციული ობიექტი);
  • ILL (ლაუე ლანჟევენის სახელობის ინსტიტუტი).
ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013