ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 

 

 



დირექტორი arroa

  სახელი: მამუკა

  გვარი: მესხიშვილი
  დაბადების თარიღი: 1966 წელი, 6 ოქტომბერი
  დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო 
  ოჯახური მდგომარეობა:
  ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ერთი შვილიშვილი
  

   

  განათლება:

 

   1983 წელს წარჩინებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა-    მათემატიკური სკოლა.

  1983 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-  მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა 1988 წელს.
  1988-91 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი.
  1990-91 წლებში მივლინებული იყო ქ. მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის პრობლემების ინსტიტუტში.
სამეცნიერო ხარისხი: 
1993 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
2004 წელს მიენიჭა ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

 

 

პროფესიული საქმიანობა:

 

2003 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი.
1996-2003 წლებში მუშაობდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში, სადაც ასწავლიდა მათემატიკას ინგლისურ ენაზე, ხელმძღვანელობდა საოლიმპიადო ჯგუფებს.
1994-95 წლებში მიწვეული იყო საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში.
1993-97 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე.
1991-93 წლებში მუშაობდა თბილისის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) წარმომადგენელი საქართველოში და Georgia Nationa Affiiliated Fair-ის აღმასრულებელი დირექტორი
არის ამერიკის მათემატიკოსთა კავშირის – Mu Alpha Theta წევრი.


ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ოთხჯერ არის დაჯილდოებული საქართველოს განათლების სამინისტროს დიპლომებით.

იყო მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადების და კონფერენციების ჟიურის წევრი.


1998-2002 წ. სოროსის საგანმანათლებლო ფონდის გრანტის მფლობელი.


2001 წ. აირჩიეს საქართველოს მათემატიკის მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ.

 

2013 წ. გამოსცა მონოგრაფია - სამსაუკუნოვანი პრობლემა.

 

მისი ბოლო წლების ნაშრომები გამოქვეყნებულია საიტზე:

 http://www.mathpubs.com/author/Mamuka+Meskhishvili 

 

ის შესულია ყველა დროის, სრულყოფილი პარალელეპიპედის მკვლევარ 8 საუკეთესო მათემატიკოს შორის (ეილერთან ერთად)

 

 

ქვემოთ ჩამოთვლილ მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკურ შეჯიბრებებში იყო საქართველოს მათემატიკოსთა ნაკრების ხელმძღვანელი:

 

არის საქართველოს მათემატიკოსთა ნაკრების ხელმძღვანელი მოსწავლეთა მათემატიკურ შეჯიბრებებში:

  • 2016 წ. ინდონეზია, ბალი, ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა - IJSO;
  • 2016 წ. რუმინეთი, კლუჟ-ნაპოკა. ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია - ICYS;
  • 2015 წ. თურქეთი, იზმირი, ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო XXII კონფერენცია;
  • 2014 წ. სერბეთი, ბელგრადი, ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო XXI კონფერენცია;
  • 2013 წ. ინდონეზია, ბალი, ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო XX კონფერენცია;
  • 2012 წ. ჰოლანდია, ნაიმეგენი, ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო XIX კონფერენცია;
  • 2011 წ. მალტა, საზაფხულო სკოლების საერთაშორისო სემინარი;
  • 2010 წ. ინდონეზია, ბალი, ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო XVII კონფერენცია;
  • 2009 წ. პოლონეთი, კრაკოვი, ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო XVI კონფერენცია;
  • 2008 წ. უკრაინა, ჩერნივცი, ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო XV კონფერენცია;
  • 2008 წ. აშშ, ჯორჯია, ატლანტა INTEL ISEF - ის 59-ე საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2007 წ. აშშ, ნიუ მექსიკო, ალბუქერქე, INTEL ISEF - ის 58-ე საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2006 წ. აშშ, ინდიანა, ინდიანაპოლისი, INTEL ISEF -ის 57-ე საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2006 წ. გერმანია, ქ. შტუტგარტი, ახალგაზრდა მეცნიერთა XIII საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2005 წ. აშშ, არიზონა, ფენიქსი, INTEL ISEF -ის 56-ე საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2005 წ. პოლონეთი, ქ. კატოვიცე ახალგაზრდა მეცნიერთა XII საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2004 წ. ჰოლანდია, ქ. ნაიმეგენი, ახალგაზრდა მეცნიერთა XI საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2003 წ. ალმა-ათა, VI საერთაშორისო თემატური შეჯიბრება;
  • 2002 წ. ასტანა, V საერთაშორისო თემატური შეჯიბრება;
  • 2002 წ. ქუთაისი, ახალგაზრდა მეცნიერთა IX საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2000-01 წ. ალმა-ათა, III და IV საერთაშორისო თემატური შეჯიბრებები;
  • 1997 წ. კონია, II საერთაშორისო ოლიმპიადა;
  • 1997 წ. იზმითი, საერთაშორისო თემატური შეჯიბრება;
  • 1996 წ. ანკარა, I საერთაშორისო ოლიმპიადა.
ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013