ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 



სკოლის ისტორია arroa
ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა დაარსდა 2003 წელს. სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილი. სკოლა 2003–2008 წლებში ფუნქციონირებდა მისამართზე გურამიშვილის 17. 2008 წლის 1 სექტემბრიდან სკოლამ ფუნქციონირება გააგრძელა გიორგი ჭყონდიდელის #18–ში არსებულ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ შენობაში, რომლის ფართია 2718მ2. სკოლას აკრავს 5906მ2 წიწვოვანი ტყე–პარკი, რომელშიც მოწყობილია ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტი.
 
სკოლა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სამედიცინო კაბინეტით, კვების ბლოკით, დახურული სპორტული, თეატრალური და საკონფერენციო დარბაზებით. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უსაფრთხო გარემოთი და სატრანსპორტო მომსახურებით. ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა გუნდი მომავალ თაობას აძლევს ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებულ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის განათლებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს ქვეყნის შიგნით და გარეთ, საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებზე.



2003–2004 სასწავლო წელი

17–25 აპრილს ჰოლანდიაში, ქალაქ ნაიმეგენში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ XI კლასის მოსწავლეები: კოკი ღლონტი (მათემატიკური სექცია); ლაშა მარგიშვილი (მათემატიკური სექცია). აღნიშნულ სექციაში ჩვენმა მოსწავლეებმა დაიმსახურეს პირველი საპრიზო ადგილი. 20-29 მაისს ყაზახეთში, ქალაქ ალმა–ათაში, მათემატიკური პროექტების საერთაშორისო შეჯიბრებაში, ირაკლი ბაიაძემ მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვა.

2004–2005 სასწავლო წელი

20-29 სექტემბერს სკოლის წარმომადგენელი კოტე ქაროსანიძე ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციაში და წარდგენილი ჰქონდა თემა: „თანამედროვე ტექნოლოგიები“. აღნიშნული წარმატებების შემდეგ, ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა 2005 წლის 24 მარტს გახდა აშშ–ს მათემატიკური საზოგადოების Mu-Alpha-Theta-ს წარმომადგენელი საქართველოში. ორგანიზაციის წევრობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს იასპარეზონ აშშ–ში გამართულ ყველა სახის მათემატიკურ შეჯიბრებაში. ერთ ერთია საპროექტო ნაშრომების გამოფენა INTEL ISEF. 24-30 აპრილს, პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში ჩატარებულ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ლელა ლაცოშვილი (მათემატიკური სექცია) – I ადგილი ოქრო; გიორგი კუხალაშვილი (მათემატიკური სექცია) – I ადგილი ოქრო; ლევან ლაფაჩი (ინფორმატიკის სექცია) – I ადგილი ოქრო; ირაკლი ბაიაძე (ეკოლოგიის სექცია) – სიგელი; ლევან ბურდული (ეკოლოგიის სექცია) – სიგელი. 8-14 მაისს არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში INTEL ISEF-ის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობდნენ ლაშა მარგიშვილი და თორნიკე მოსიაშვილი. ლაშა მარგიშვილის საპროექტო ნაშრომმა (მათემატიკური სექცია) – მათემატიკური საზოგადოების მთავარი პრიზი და ფულადი ჯილდო 1000 აშშ დოლარი დაიმსახურა. მნიშვნელოვანია სკოლის წარმატება საქართველოში ჩატარებულ კონფერენციებსა და სოროსის ოლიმპიადაში. 14 მოსწავლე გახდა გამარჯვებული სხვადასხვა საგნობრივ სექციაში. ისინი დაჯილდოვდნენ განათლების სამინისტროს საპატიო სიგელებით. მათ შორისაა მოსწავლეთა 58-ე რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის რუსული ენისა და ლიტერატურის სექციაში გამარჯვებული ანა გიორგაძე, უცხოური ენების სექციაში გამარჯვებული ნინო კუხიანიძე, ლაშა მარგიშვილი, ნინო ბაშარული, ლუბა რობაქიძე და მათემატიკის სექციაში გამარჯვებული გიორგი კუხალაშვილი. 2004-2005 წელებში სკოლას ჰყავდა პირველი 9 კურსდამთავრებული, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე აჩვენეს 100%–იანი შედეგი. ყველა მოსწავლე სტუდენტი გახდა.

2005–2006 სასწავლო წელი

16-25 აპრილს, გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში ჩატარებულ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე გუნდური პროექტებით გამოდიოდნენ: გიორგი მიქაძე და ლადო მესხიშვილი (მატემატიკური სექცია) – I ადგილი, ოქრო; ნიკა გიგაშვილი და ზაური სოიდუმათი (მათემატიკური სექცია – II ადგილი, ვერცხლი; ელენე წოწერია (ინფორმატიკის სექცია) – სიგელი. 14–18 მაისს ინდიანას შტატის ქალაქ ინდიანაპოლისში INTEL ISEF -ის ეგიდით ჩატარებულ გუნდურ საპროექტო ოლიმპიადაში გამოდიოდნენ ირაკლი ბაიაძე, ლადო მესხიშვილი და თორნიკე კარტოზია, გუნდური პროექტების სექციაში მოსწავლეებმა მოიპოვეს IV ადგილი და ფულადი ჯილდო. მოსწავლეთა 59-ე რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ქართული ენისა და ლიტერატურის სექციაში გაიმარჯვეს ირინა ფილაურმა და ლაშა მარგიშვილმა. 2005-2006 წელს სკოლა დაამთავრა 25 მოსწავლემ და ეროვნულ გამოცდებზე აჩვენეს 100%–იანი შედეგი. ყველა მოსწავლე სტუდენტი გახდა. 2006 წლის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიშში დასახელებულია 10 საუკეთესო სკოლა, რომელთა შორის პირველ ადგილზეა ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა. 2006 წლის 10-17 ივლისს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში იყვნენ, რომლებზეც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა კომნენოსების მიერ აგებულმა სუმელას სამონასტრო კომპლექსმა. განუმეორებელია ტბა ოზუნგული, ტრაბზონის აია სოფიას მონასტერი და კიდევ მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობა, რომლითაც მდიდარია თურქეთის ეს მხარე.

2006–2007 სასწავლო წელი

11-19 მაისს ნიუ–მექსიკოს შტატში, ქალაქ ალბუქერქეში, INTEL ISEF -ის ჩემპიონატზე, წარსდგა საქართველოს ნაკრები, რომელშიც ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის 4 მოსწავლე შედიოდა. გიორგი კუხალაშვილმა, ნიკა გიგაშვილმა და გიორგი ბენაშვილმა გუნდური პროექტების სექციაში IV ადგილი დაიმსახურეს. ლადო მესხიშვილმა კი მათემატიკური საზოგადოების სპეციალური პრიზი და ფულადი პრემია მოიპოვა. 2006-2007 წელს სკოლა დაამთავრა 21 მოსწავლემ და ეროვნულ გამოცდებზე აჩვენეს 100%–იანი შედეგი. ყველა მოსწავლე სტუდენტი გახდა. 2007 წლის 20-31 ივლისს ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის ჯგუფი თურქეთს სტუმრობდა. მოგზაურებმა ათი დღის განმავლობაში მოინახულეს კაბადოკია, ფეტიე, პამუკალე, ჰიერაპოლისი, სუმელას მონასტერი და აია სოფიას ტაძარი. ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში ისვენებდა ხმელთაშუა ზღვის კურორტ ოლუ დენიზლიში. თურქეთში გატარებულმა დღეებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ მათგანზე.

2007–2008 სასწავლო წელი

16-25 აპრილს უკრაინაში, ქალაქ ჩერნივცში, მოეწყო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია. მონაწილეობდნენ:

 

  • ლევან გრძელიშვილი, ლადო მესხიშვილი (მათემატიკური სექცია) – I ადგილი, ოქრო;
  • რომა ჭალიძე, ირაკლი სარალიძე (მათემატიკური სექცია) – III ადგილი;
  • ლუკა ჯიქია (მათემატიკური სექცია) – სიგელი

11-21 მაისს ჯორჯიის შტატში ჩატარდა INTEL ISEF –ის ჩემპიონატი.
შალვა ხოხაშვილმა, ლია ერაძემ და ანა ბეჟიტაშვილმა (ქიმიისა და ეკოლოგიის სექცია) – სიგელები დაიმსახურეს.

2008–2009 სასწავლო წელი

22 აპრილი – 1 მაისი, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ახალგაზრდა მეცნიერთა XIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ  ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს: ვერცხლი - ირაკლი სარალიძე და თორნიკე აბრამიშვილი; ბრინჯაო - რომა ჭალიძე და გივი კახაბრიშვილი; ბრინჯაო - მირიან მესხიშვილი, ზაზა ქიქავა და გურამ ლიპარტელიანი.

 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტურის საბოლოო შედეგები

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 11-მა მოსწავლემ დიდ წარმატებას მიაღწია და საპრიზო ადგილებიც დაისაკუთრა ოლიმპიადის დასკვნით ტურში:

  • ბიოლოგია - ხაჭაპურიძე ნია / X კლასი / უმაღლესი ქულა - I ადგილი;
  • ისტორია - ბადაშვილი ლევანი / IX კლასი / III ადგილი;
  • ქართული - ირემაშვილი სალომე / X კლასი / III ადგილი;
  • საქართველოს ათეულში მოხვდნენ:
  • პეტრიაშვილი ქეთი - X კლასი / ისტორია;
  • გუგულაშვილი ნიკა - X კლასი / მათემატიკა;
  • დვალიძე თამარი - X კლასი / ქართული;
  • სვარიძე გვანცა - XII კლასი / ქართული;
  • შეყილაძე ქეთევანი - IX კლასი / ქართული;
  • ლობჟანიძე მარიამი - IX კლასი / გეოგრაფია;
  • ქაშიბაძე გიორგი - IX კლასი / გეოგრაფია;
  • ჯვარშეიშვილი უჩა- VIII კლასი / გეოგრაფია;

29 მაისს "შერატონ მეტეხ პალასში" განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ოლიმპიადაში გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა I და III ხარისხის დიპლომებით, ფულადი პრემიებითა და პერსონალური კომპიუტერებით. სკოლა დაჯილდოვდა პრემიითა (5000 ლარით) და დიპლომით მიღწეული წარმატებებისათვის.

2008-2009 სასწავლო წელს აღდგა ოქროსა და ვერცხლის მედლის მინიჭების ტრადიცია. ჩვენი სკოლის 16 მოსწავლე მედალოსანი გახდა, მათგან ექვსმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 2008–2009 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ყველა მოსწავლე სტუდენტი გახდა. მათ შორის ერთი მოსწავლე, თეონა პეტრიაშვილი, ნიუ–იორკის ეკონომიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

2009–2010 სასწავლო წელი

2010 წლის 2-დან 8 იანვრამდე ჰოლანდიაში, ქალაქ ამსტერდამში გაიმართა ეკოლოგიის მეორე საერთაშორისო კონფერენცია “INESPO” ,რომელშიც მონაწილეობდნენ ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები:

1. გიორგი ჯობავა -IXკლასი/მესამე ხარისხის სიგელი;
2. გიორგი გრიგალაშვილი -Xკლასი/მესამე ხარისხის სიგელი;
3. არჩილ ომანაძე -Xკლასი/მესამე ხარისხის სიგელი.
ტურის ორგანიზატორებმა მოაწყვეს ექსკურსია ჰოლანდიასა და ბელგიაში, სადაც ბავშვებმა მოინახულეს ამსტერდამის და  ბრიუსელის ისტორიული ღირშესანიშნაობები.

 

2010 წლის 10-19 აპრილს ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა გუნდი გაემგზავრა ICYS-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა ინდონეზიაში, კუნძულ ბალზე. ჩვენის სკოლის მოსწავლეთა გუნდის შემადგენლობაში იყვნენ:

1. სალომე ირემაშვილი-მესამე ხარისხი,ბრინჯაო;
2. რომა ჭალიძე-მეორე ხარისხი,ვერცხლი;
3. ირაკლი სარალიძე-მესამე ხარისხი,ბრინჯაო;
4. ნიკა მენაბდიშვილი;
5. ნინო ნონიკაშვილი;
6. ირაკლი მიქაძე;
7. ანა პეტრიაშვილი;
8. მირიან მესხიშვილი;
9. ლევან იაშვილი;
10. ირაკლი ბათირაშვილი;
11. დავით ცერცვაძე;
12. ეკატერინე კაკუბავა;

ჩვენმა გუნდმა დაუვიწყარი ორი დღე გაატარა მომავლის ქალაქ სინგაპურში, რომელიც ზღაპრული ინდონეზიისა და ბალის შემდეგ ნამდვილ საოცრებას ჰგავდა მოსწავლეთა 64–ე სასწავლო შემოქმედებით რესპუბლიკურ კონფერენციაში ჩვენი სკოლის მოსწავლეები უმაღლესი ხარისხის დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ: შემოქმედებით სექციაში - გიორგი ჯობავა, გიორგი ლაღიძე, მარი თოფურია; გეოგრაფიის სექციაში - გიორგი ჯობავა, ლევან დარჩიაშვილი, მანან ზარქუა, თამარ გრიგალაშვილი, ცოტნე მამალაშვილი, მანანა ხელაძე; ქართული ენის სექციაში - მარიამ გოგიშვილი, გიორგი ჯობავა, ბარბარე ხატიაშვილი; მათემატიკის სექციაში - სალომე გუდიშვილი, თორნიკე აბრამიშვილი, თიკო ენუქიძე, ლიკა შუბითიძე, დავით ცერცვაძე, ლევან ბადაშვილი; ისტორიის სექციაში - ანა ფცქიალაძე; უცხო ენის სექციაში - თეა ბეგაშვილი. აღსანიშნავია, რომ ბარბარე ხატიაშვილი მოხვდა ქართულ ენაში გამარჯვებულ მოსწავლეთა ხუთეულში და დაჯილდოვდა თბილისის მერის ბ-ნ გიგი უგულავას მიერ, ასევე დიდ წარმატებას მიაღწიეს ნიკა გუგულაშვილმა და იოანე პაპიაშვილმა, რომლებიც მერიის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ 2010 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში გაიმარჯვა 51 მოსწავლემ ყველა საგნობრივ ჯგუფში. 18 მოსწავლე გახდა ფინალისტი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა 3 კვირიანი საგზურით დასასვენებელ და სასწავლო ბანაკებში: ინგლისური ენა - თამარ დვალიძე, გივი მახარაძე, ვანო კიკვილაშვილი; ქართული ენა - თინათინ ენუქიძე; რუსული ენა - ანა თოლორაია, ეკა კაკუბავა, ამირან აზიკური, თამარ ყატაშვილი; ისტორია - დავით ცერცვაძე, ლევან ბადაშვილი, ნიკოლოზ ბუთხუზი, ქეთევან პეტრიაშვილი, თამარ დვალიძე; გეოგრაფია - გიორგი ქაშიბაძე, ლევან ბადაშვილი, გურამ ხახიაური, უჩა ჯვარშეიშვილი, გიორგი ზარნაძე. საქართველოს საუკეთესო ათეულში მოხვდნენ: ისტორია - ლევან ბადაშვილი და ნიკოლოზ ბუთხუზი; გეოგრაფიაში - უჩა ჯვარშეიშვილი და გიორგი ქაშიბაძე. მათ შორის გიორგი ქაშიბაძემ საპრიზო ადგილი მოიპოვა და საქართველოს სამეულში მოხვდა.

ჩვენი სკოლის 10 მოსწავლე მიწვეული იყო ინტელექტუალურ კონკურს „ეტალონში“. ბავშვებმა საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს. გაიმარჯვა მე-11 კლასის მოსწავლემ იოანე პაპიაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში გავიდა სახალხო პროექტი „ნიჭიერი“, სადაც მე-10 კლასის მოსწავლემ ავთანდილ გოგეშვილმა თავისი ნიჭიერებით მთელ საქართველოს დაამახსოვრა თავი.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 2009–2010 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

2010–2011 სასწავლო წელი

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ ნია ხაჭაპურიძემ გაიმარჯვა ეროვნულ ოლიმპიადაში (I ადგილი ბიოლოგიაში) და საქართველოს სახელით წარმატებით მიიღო მონაწილეობა ტაივანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.
ჩვენი სკოლის 6 მოსწავლე; ლევან ბადაშვილი, გიორგი ქაშიბაძე, დავით ქენქაძე, ანა დავითაშვილი, ლიზი კილაძე და ქეთი თოფჩიშვილი, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ეროვნულ ოლიმპიადაში, განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა სამკვირიანი საგზურით ინგლისურენოვან ბანაკებში.

CAT-ის გამოცდებში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. სკოლა საქართველოს წარმატებული სკოლების სამეულშია. XII კლასელმა მარიამ ფაცინაშვილმა საქართველოში საუკეთესო შედეგი აჩვენა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა როგორც მოსწავლე, ასევე მისი დამრიგებელი ნათია მიმინოშვილი, ხოლო სკოლის დირექტორს პრემიერ მინისტრამა ნიკა გილაურმა გადასცა ფულადი ჯილდო და სიგელი.

2010-2011 სასწავლო წელს სკოლას 50 კურსდამთავრებული ჰყავდა. ყველა მათგანი პრესტიჯული უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ. უმეტესობამ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი.

2011 წლის მაისში სკოლას ესტუმრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. იგი გაეცნო სკოლის გარემოს, დაინტერესდა სასწავლო პროცესით. მინისტრმა სწორედ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში გააკეთა ოფიციალური განცხადება კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესის შესახებ.

2011–2012 სასწავლო წელი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას 2011 წოლის საუკეთესო კერძო სკოლის სტატუსი მიანიჭა.

სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბრენდირების პროცესში სკოლას 9 ვარსკვლავი მიანიჭა (მაქსიმალური საქართველოს სკოლებს შორის).

ამერიკის უმაღლესი სკოლების მათემატიკური პროექტების 2011 წლის საერთაშორისო კონკურსში ჩვენი სკოლის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

ჩვენი სკოლის პედაგოგებმა წარმატებით ჩააბარეს სასერთიფიკაციო გამოცდები. პედაგოგთა 91% სერთიფიცირებულია. 14-მა მასწავლებელმა წარმატებით ჩააბარა ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა, 7 მათგანი საუკეთესო 25%-ში მოხვდა.

2011 წლიდან ჩვენი სკოლა მეურვეობას უწევს სოციალურად დაუცველ მოსწავლეს.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში I ტური გადალახა ჩვენი სკოლის 228 მოსწავლემ, II ტური – 182, III ტური კი 18-მა მოსწავლემ.

ამერიკის მათემატიკოსთა კავშირის ოლიმპიადაზე ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა IV  ადგილი დაიკავეს.

„ახალგაზრდული ხედვა - საქართველოს“ მიერ ინიცირებულ სასწავლო საგანმანათლებლო პროექტებში „ახალგაზრდა პარლამენტი“ და „დებატების ტურნირი“, ჩვენი სკოლის გუნდმა I ადგილი დაიკავა.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 112-მა მოსწავლემ ბრიტანეთის საბჭოებში დიდი წარმატებით ჩააბარა კემბრიჯის გამოცდები.

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო, ინგლისურენოვანი - ლაზარსკის უნივერსიტეტიდან ქართულ-ამერიკული უმაღლესმა სკოლამ აბიტურიენტებისათვის მიწვევა მიიღო.

ჰოლანდიის ქალაქ ნაიმეგენში გამართულ ახალგაზრდა მეცნიერთა XIX საერთაშორისო კონფერენციაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ერთი სპეციალური პრიზი და ორი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

როგორც წინა წლებში 2011-2012 სასწავლო წელსაც ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას, ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებულ Flex პროგრამაში ჰყავს გამარჯვებული, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში ისწავლის.
2012 წელს CAT-ის გამოცდებზე ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს, ამ წარმატებისთვის პრემიერ-მინისტრმა სკოლა ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ 2012 წელს მალტის “ECC”-ენის ცენტრთან გააფორმა მრავალწლიანი კონტრაქტი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ საზაფხულო ბანაკში მალტაზე.

ქართულ-ამერიკული სკოლის 2011-2012 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები დიდი წარმატებით ჩააბარეს. ყველა მოსწავლე პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. უმეტესობამ სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.

ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013