ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 

 

 



სასწავლო პროგრამა arroa

ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას, დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებას,ინდივიდუალურ-პიროვნულ ზრადას, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ჩვენი სკოლა მოსწავლეებს აძლევს ცოდნას, გამოუმუშავებს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, უყალიბებს სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.



პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა) განვითარებას; გამოუმუშავებს საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევებს.



სკოლაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:

 

  • თავისი ქვეყნის მრავალმხრივი სახელმწიფოებრივი ინტერესების გაცნობიერება, რათა მან ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოს პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროცესებში;
  • სკოლის სასწავლო პროგრამა ეხმარება მოზარდს გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა ეროვნული ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ;
  • გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ეკოსისტემა;
  • ეფექტურად გამოიყენოს ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევები ყოველდღიური ცხოვრებისა თუ საქმიანობის პირობების გასაუმჯობესებლად;
  • გამოუმუშავდეს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახისა და საზოგადოების წინაშე;
  • სტიმული მისცეს მის შემოქმედებითობას ახალი ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

 

ჩვენი პროგრამების მთავარი მიზანია მოსწავლეების შესაძლებლობების უწყვეტი განვითარება, რათა მან შეძლოს სწორი არჩევნის გაკეთება მომავალ განათლებასა და შრომით საქმიანობაზე, რის მიხედვითაც ისინი დაიმკვიდრებენ საკუთარ ადგილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.



სასწავლო პროგრამა ხელს უწყობს მოზარდებში კანონის პატივისცემის ჩანერგვას, გამოუმუშავებს ადამიანის უფლებების დაცვის უნარს, მიუხედევად მათი ეროვნული, სოციალური თუ რელიგიური კუთვნილებისა; ზრდის ტოლერანტ მოქალაქეს, რომელსაც შეეძლება ჰარმონიული ურთიერთობა განსხვავებული პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებების ინდივიდებთან და ჯგუფებთან, რაც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობაა.

შეფასების რუბრიკა :: საგნების შეფასების რუბრიკა

ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013