ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 

 

 



ბოტსვანა 2018 arroa
Image

IJSO - ახალგაზრდა მეცნიერთა XV საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ბოტსვანის დედაქალაქ გაბორონეში გაიმართა. IJSO - ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ოლიმპიადაა, ის 3 საბუნებისმეტყველო საგანში - ფიზიკა, ქიმია და ბილოგია იმართება. ოლიმპიადა 10 დღის განმავლობაში გრძელდება და სამ ტურად ტარდება. მოსწავლეები ერთმანეთს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტალურ დავალებებში ეჯიბრებიან. გუნდის ლიდერები და მოსწავლეები ცალ-ცალკე იმყოფებიან. ლიდერები მონაწილეობენ ოლიმპიადის დავალებების არჩევაში და მათ თარგმნაში, თუმცა ყველა მონაწილე სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. წელს ოლიმპიადაში, რომელიც 2-11 დეკემბერს ჩატარდა, მონაწილეობას 44 ქვეყანა იღებდა. საქართველოს ნაკრები მთლიანად ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის X კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტდა. (რადგანაც ოლიმპიადაში მონაწილეთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 16 წელს). მის შემადგენლობაში შედიოდნენ:

 

  • ლიკა ღლონტი,
  • მარიმ წულუკიძე,
  • მარიამ ყანჩაველი,
  • მარიამ საფარაშვილი,
  • თათია კობახიძე,
  • ალექსანდრე ერაძე.

 

ისევე როგორც წინა წლებში, ჩვენი გუნდი წარმატებით გამოვიდა ოლიმპიადაზე. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ბოტსვანაში ჩვენი გუნდი დოჰას და იოჰანესბურგის გავლით გაემგზავრა. ყატარის ავიახაზებით მგზავრობის ხანგრძლივობამ  27 სთ შეადგინა.

ისევე როგორც წინა წლებში ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული ოლიმპიადის კულტურული პროგრამა. მოკოლოდის (Mokolodi) და ჯვანას  (Jwana) ბუნებრივი ნაკრძალების ფლორამ და ფაუნამ მონაწილეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

მომდევნო ოლიმპიადა ყატარში გაიმართება, საიდანაც მოწვევა უკვე მიიღო ჩვენმა გუნდმა.

 

კონფერენციის კულტურული ღონისძიება ძალზედ შთამბეჭდავი იყო. დახურვის ცერემონიაზე დიდი მოწონება დაიმსახურა ქართულმა პერფომანსმა.

 

 

 

ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
--<-- -->--
ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013
maintained by: Bahaa Sobhy Ata
www.Bahaa-Sobhy.com