ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 



გერმანია 2017 arroa
Image

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები 16-22 აპრილს იმყოფებოდა გერმანიის ქ. შტუტგარტში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს ოცდამეოთხედ ჩატარდა. ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს 29 ქვეყნიდან ერთმანეთს 5 სამეცნიერო კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. ეს კატეგორიებია:
ფიზიკის, მათემატიკის, სიცოცხლის, გარე სამყაროსა და კომპიუტერული მეცნიერებების. 


წელს 200-მდე ახალგაზრდამ თავისი ნაშრომი ინგლისურ ენაზე წარმოადგინა კომპეტენტური ჟიურის წინაშე. საქართველოს ნაკრები შედგებოდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის 10 მოსწავლისაგან.

სულ საქართველოს ნაკრებმა 6 საპროექტო ნაშრომი წარადგინა და მეტად სასიხარულოა, რომ ხუთმა გამარჯვება მოიპოვა:

 

  • ვერცხლის მედალი - თინათინ კამკამიძე და არჩილ გელენავა - სიცოცხლის მეცნიერებების კატეგორიაში;

 

  • ბრინჯაოს მედალი - მარიამ გიგაური - ფიზიკა;
  • ბრინჯაოს მედალი - მარიამ როსტომაშვილი - მათემატიკა
  • ბრინჯაოს მედალი - მამუკა კობახიძე და დავით გუდაძე - მათემატიკა;
  • სპეციალური პრიზი - გიორგი ბუგეჩაშვილი და თინათინ ლაღაძე - მათემატიკა.

 

 


კონფერენციის დასასრულს, დასკვნით საღამოზე ყველა ქვეყანამ წარმოადგინა საკუთარი კულტურული ნომერი. ქართველების ცეკვამ გიტარის აკომპანირებით დიდი მოწონება დაიმსახურა. 
მაისის თვეში, ჩვენი სკოლების მოსწავლეები, ახლა უკვე ამერიკაში დაიცავენ საქართველოს ღირსებას. წელს INTEL ISEF კალიფორნიის დედაქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
--<-- -->--
ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013