ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 

 

 



გამარჯვება თბილისში. მართლწერის კონკურსი - NESC arroa
Image

    მართლწერის ნაციონალური კონკურსი ინგლისურ ენაში - NESC, ამერიკის საელჩოს სპონსორობით ყოველწლიურად იმართება. მასში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ათასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას და ერთმანეთს ინგლისური სიტყვების მართლწერაში ეჯიბრება. კონკურსი სამეტაპიანია: სასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკური. თითოეული ტურის გამარჯვებულები გადადიან შემდეგ ტურში.


კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება:

 

VIII –IX კლასი

X-XII  კლასი

 

   17 დეკემბერს თბილისის მასშტაბით ჩატარდა NESC-ის საქალაქო ტური ქართულ-ამერიკულ სკოლაში (რამიშვილის 6).  თითოეულ კატეგორიაში მხოლოდ 2-2 მოსწავლე გახდა გამარჯვებული. მით უფრო სასიხარულოა, რომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ორივე ასაკობრივ კატეგორიაში:

VIII –IX კლასელთა შორის გაიმარჯვა ჩვენმა VIII კლასის მოსწავლე - დაჩი აბულაძემ,

X-XII  კლასელთა შორის გაიმარჯვა X კლასელმა მარიამ ლოლაძემ.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებას და ველით გამარჯვებას რესპუბლიკურ ტურში. 

ფოტოგალერეა
ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013