ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 

 

 



სტუმრად ეტალონში arroa
Image

ტრადიციისამებრ გრძელდება ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მონაწილეობა გადაცემა „ეტალონში“.  წელს ჩვენმა სკოლამ უკვე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა გადაცემაში, რომელიც 2014 წლის 15 ნოემბერს გაიმართა.ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ X-XII კლასების შემდეგი მოსწავლეები: ნიკოლოზ ხარაიშვილი, ანი ოსიაშვილი, ლიზი ბუდაღაშვილი, ზურა შატავიძე, ნინო სიხარულიძე, ლუკა სებისკვერაძე, გიორგი ბერუაშვილი,  ირაკლი ირემაშვილი,ლანა თედიაშვილი, ჯაბა ჯაბაური.

ფინალში ზურაბ შატავიძე, ანა ოსიაშვილი და ლიზი ბუდაღაშვილი გავიდნენ, გამარჯვება კი, ზურაბ შატავიძემ მოიპოვა, რომელმაც მთელ საქართველოს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"ეტალონში" მოხვედრა არც ისე ადვილია და თითოეული მონაწილე გამარჯვებულია, დიდ მადლობას ვუხდი ჩემს სკოლას და მშობლებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემმა მშობლებმა საშუალება მომცეს მესწავლა ამ სკოლაში და ამ სკოლის საშუალებით დღეს "ეტალონში" მოვხვედრილიყავი,".

ვულოცავთ „ეტალონის“ გამარჯვებულს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
--<-- -->--
ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013