ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 

 

 



ღვაწლმოსილი რეჟისორი სტუმრად სკოლაში arroa
Image



      2014 წლის 6 ივნისს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირებული ღონისძიება თემაზე:

“ სამშობლოს ტკივილი და სიხარული“

რომლის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარინე ტყვაცირია.

      თემატიკა მრავალფეროვანი იყო .სცენაზე გაცოცხლდა დავით გურამიშვილის „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“, ილია ჭავჭავაძის „ქართლის დედა“, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, ნიკო ლორთქიფანიძის „იყიდება საქართველო“, ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“...

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ოქროს გრან-პრისა და ოქროს სოფიტის მფლობელი,საქართველოსა და რუსეთის სახალხო  არტისტი, რეჟისორი ბატონი თემურ ჩხეიძე,  მარჯანიშვილოს თეატრისა და კინოს პოპულარული  მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი, წმინდა გიორგისა და ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი.

      მოსწავლეებმა გულწრფელად, მთელი ძალისხმევით გაითამაშეს თავიანთი როლები და აღაფრთოვანეს საპატიო სტუმრები . „პატარა მსახიობებმა“ დიდი მოწონება დაიმსახურეს. შთაბეჭდილებები უსაზღვრო იყო...

ფოტოგალერეა
ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013