ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 

 

 



სახალხო პოეტი სტუმრად სკოლაში arroa
Image

ცნობილ პოეტს და საზოგადო მოღვაწეს ჯანსუღ ჩარკვიანს მიენიჭა სახალხო პოეტის წოდება. ამის აღსანიშნავად ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩატარდა ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო -- "მზე როცა ჩადის, მზე როცა ჩადის". 
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს პოეტის ტექსტებზე შექმნილი სიმღერები, რითაც ავტორისა და დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურეს. 

გამომსვლელებმა ისაუბრეს პოეტის უდიდესი ღვაწლის შესახებ. გაიხსენეს სხვადასხვა ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან. თავად პოეტმა წაიკითხა რამდენიმე ლექსი, რითაც აღტაცებაში მოიყვანა დამსწრე საზოგადოება. ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლე დასაჩუქრდა პოეტის ლექსთა კრებულით, რომელზედაც ავტოგრაფი თავად პოეტმა გააკეთა.

 

ბატონი ჯანსუღი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე უმღერს და ერთგულად იცავს ქართულ სიტყვას, დაუღალავად ემსახურება ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ ქართველი ერი მადლიერების აღსანიშნავად 2014 წლის 10 მაისს ხსნის ჯანსუღ ჩარკვიანის ვარსკვლავს. 

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ბატონ ჯანსუღს უსურვებს, უფლის წყალობას და დიდხანს სიცოცხლეს.

ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
--<-- -->--
ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013