ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

            
    
                

ბმულები arroa

 



გამარჯვება ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში arroa
Image

ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში წელს მეთორმეტედ ჩატარდა. სულ მონაწილეობდა 21 ქვეყანა. საქართველოს გუნდს ჩვენი სკოლის სამი მოსწავლე წარმოადგენდა:

სალომე გუდიშვილი, ნატალი ნაწიფაშვილი და გიორგი დიდავა.

პროექტის შესახებ სალომე გუდიშვილი გვესაუბრება:

   პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაგვარეგისტრირეს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის რეკომენდაციისა და გასაუბრების საფუძველზე. რამდენიმე თვის განმავლობაში ვემზადებოდით ასამბლეაზე წარსადგენი პროექტისათვის. ჩვენმა სკოლამ წარადგინა პროექტი გაეროში სათაურით:

  ,,CAREER DEVELOPMENT AND JOB RECRUITMENT CENTER’’, რომლის სლოგანი იყო -

 ,,ACT TODAY FOR BETTER TOMORROW’’.

     სამი დღის განმავლობაში სესიებს ვესწრებოდით გაეროს შტაბ-ბინაში და გავაკეთეთ პრეზენტაცია აფხაზეთიდან დევნილების საკითხზე. სულ მონაწილეობდა 21 ქვეყანა და გრანტი აიღო მხოლოდ 4-მა, მათ შორის საქართველომ, რომელსაც უკვე რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს ამ პროექტებში მონაწილოების და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ჯგუფი სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა. დიდი  მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჩვენს სკოლას, დირექტორს, ბატონ მამუკა მესხიშვილს და ჩვენს ყველა პედაგოგს, რადგან ამ წარმატებას სკოლის უდიდეს დამსახურებად მივიჩნევთ და ამ პროგრამაში მოსახვედრადაც სკოლის წარმატებამ შეასრულა გადამწყვეტი როლი. პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ საქართველოში დაბრუნების შემდეგაც და გაეროდან გვაქვს დაკისრებული ვალდებულება, რეალობად ვაქციოთ ის პროგრამა, რომლითაც წარვსდექით გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე. იქ ყოფნისას გვქონდა ოფიციალური ვიზიტი ,,საქართველოს მისიასთან გაეროში’’  და ქართველ დიპლომატებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი პროექტი, მიღწეული წარმატება და სამომავლო გეგმები. ჩვენი ქვეყანა გაეროში წარმოდგენილია 5 დელეგატით, რომლებთანაც გვქონდა ოფიციალური შეხვედრა და დისკუსია ქართველი ახალგაზრდების როლზე საქართველოსა და გაეროს ურთიერთობაში. მათ დიდი სიხარული და კმაყოფილება გამოხატეს ჩვენი წარმატების შესახებ. 

ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013