ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა

GEORGIAN-AMERICAN HIGH SCHOOL

contactკონტაქტი
პატრიარქის დალოცვა arroa
მასმედია ჩვენზე arroa

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

ბმულები arroa

 



პოეზიისა და თეატრის IX საერთაშორისო კონკურსი arroa
Image

იტალიაში ქ. ტრიესდში, კასტელო დი დუინოს სახელობის პოეზიისა და თეატრის IX საერთაშორისო კონკურსზე, რომლის თემატიკაც იყო ,,მომავალი ...

 

ადგილი სამყაროში’’, 16 წლამდე მონაწილეებს შორის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ ლიზი ბუდაღაშვილმა აიღო იტალიელი პოეტის სერჯო პენკოს სახელობის სპეციალური პრიზი. ლიზის ლექსის სათაურის შინაარსიც ,,ფიქრები ცხოვრების კარებთან’’ დაემთხვა კონკურსის თემატიკას.

 

კონკურსის ღონისძიებები, პოეზიის საღამოები ლიზიმ მუსიკალურად გააფორმა საკუთარი მუსიკალური კომპოზიციებითა და კლასიკოსთა ნაწარმოებების შესრულებით.



ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ასევე ამ კონკურსზე გაგზავნილმა წარდგენილმა ფოტომ: „მომავალი..... ადგილი სამყაროში“. ეს ფოტოგამოფენა და დისკუსიები სწორედ ლიზის მიერ გაგზავნილი ფოტოთი გაიხსნა.
28 მარტს ლიზი მიწვეული იყო მე-9 არხის გადაცემაში ,,ახალი დილა’’ საპატიო სტუმრად.



16 აპრილს ლიზი საპატიო სტუმრად მიიწვიეს 142 - ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. ღონისძიებაზე მოსწავლეები განიხილავენ ლიზის შემოქმედებას, მოეწყობა მისი ნახატების გამოფენაც.



24 აპრილს 6 სთ-ზე კი მოეწყობა ლიზის წიგნის „ფიქრობანას თამაშის’’ პრეზენტაცია საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
--<-- -->--
ვიდეო
ყველა უფლება დაცულია © 2013