სახალისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო მოძრაობა – MILSET არის არასამთავრობო, არაკომერციული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდებში სამეცნიერო კულტურის განვითარება სხვადასხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების, გამოფენების, ბანაკების, კონგრესებისა და სხვა მაღალი დონის აქტივობების საშუალებით. ორგანიზაციის მისია და ამოცანაა ხელი შეუწყოს თავის წევრ ორგანიზაციებს ახალგაზრდების ჩართვაში მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიაში, ხელოვნებასა და მათემატიკაში (STEAM) მოტივაციის ამაღლებისა და თანამშრომლობის საშუალებით.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას 2019  წლიდან იღებს.

Close Menu