I-FEST არის  9-დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო, საინჟინრო და ტექნოლოგიური ფესტივალი, რომელიც ორგანიზებულია  ტუნისის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ასოციაციის  (ATAST) მიერ. ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-24 წლამდე ყველა მსურველს. ის დაყოფილია ორ ნაწილად: პირველი არის I-STC, საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიების ბანაკი, სადაც ყველა მონაწილეს აქვს შესაძლებლობა გაერთოს და შექმნას საკუთარი პროექტი. მეორე – I-TSEF, საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიების ინჟინერიის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო კონკურსს სხვადასხვა სფეროში. მისი მიზანია  ახალგაზრდა მეცნიერთა უნარებისა და კრეატიულობის განვითარება. მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ინოვაციური პროექტი, რათა დაიმსახურონ პრიზები.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა აღნიშნულ საერთაშორისო ფესტივალზე  მონაწილეობას 2019  წლიდან იღებს.

Close Menu