ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა (IJSO) არის მასშტაბური საერთაშორისო აკადემიური შეჯიბრება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ერთდროულად ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. აღნიშნული შეჯიბრება საკმაოდ რთულია, რადგან მოითხოვს სამივე საგნის საფუძვლიან ცოდნას. კონკურსში მონაწილეობას თითოეული ქვეყნის საუკეთესო მოსწავლე იღებს. მათ შესაძლებლობა ეძლევათ კონკურენცია გაუწიონ თანატოლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა აღნიშნულ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობას 2016 წლიდან იღებს.

 

Close Menu