ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში I კლასის მოსწავლეები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე, ხოლო II-XII კლასის მოსწავლეები მიიღებიან გამოცდის საფუძველზე (აღნიშნული გამოცდა მოიცავს ყველა საგანს, რასაც მოსწავლე შესაბამის კლასში შეისწავლის).

გამოცდებისა და გასაუბრების შემდეგ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და სკოლას შორის გაფორმდება ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ.

ქართულ–ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:

1. დაბადების მოწმობის დედანი (ბავშვის პირად ნომერთან ერთად);
2. ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის 2 ასლი;
3. 2 ფოტოსურათი 3×4;
4. ჯანმრთელობის ცნობა;
5. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
6. ცნობა მშობლების სამუშაო ადგილიდან.

 

                              ტესტები ინგლისურში
V  VI VII
VIII IX X
XI
                           უნარები და მათემატიკის ტესტები

 

მათ. ლოგიკა 1 მათ. ლოგიკა 2 მათ. ლოგიკა 3
მეორე დონე #1 მეორე დონე #2 მეორე დონე #3

 
 

Close Menu