სახელი: მამუკა
გვარი: მესხიშვილი
დაბადების თარიღი: 1966 წელი, 6 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, სამი შვილიშვილი

განათლება:

1983 წელს წარჩინებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა- მათემატიკური სკოლა.
1983 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა 1988 წელს.
1988-91 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი.
1990-91 წლებში მივლინებული იყო ქ. მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის პრობლემების ინსტიტუტში.
სამეცნიერო ხარისხი:
1993 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
2004 წელს მიენიჭა ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

პროფესიული საქმიანობა:

2003 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი.
1996-2003 წლებში მუშაობდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში, სადაც ასწავლიდა მათემატიკას ინგლისურ ენაზე, ხელმძღვანელობდა საოლიმპიადო ჯგუფებს.
1994-95 წლებში მიწვეული იყო საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში.
1993-97 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე.
1991-93 წლებში მუშაობდა თბილისის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) წარმომადგენელი საქართველოში და Georgia Nationa Affiiliated Fair-ის აღმასრულებელი დირექტორი
არის ამერიკის მათემატიკოსთა კავშირის – Mu Alpha Theta წევრი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ოთხჯერ არის დაჯილდოებული საქართველოს განათლების სამინისტროს დიპლომებით.
იყო მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადების და კონფერენციების ჟიურის წევრი.

2013 წ. გამოსცა მონოგრაფია – სამსაუკუნოვანი პრობლემა.

მისი ბოლო წლების ნაშრომები გამოქვეყნებულია საიტზე:

https://www.researchgate.net/scientific-contributions/2066512510_Mamuka_Meskhishvili

https://arxiv.org/abs/1905.10406

ის შესულია ყველა დროის, სრულყოფილი პარალელეპიპედის მკვლევარ 8 საუკეთესო მათემატიკოს შორის (ეილერთან ერთად):

A Collection Of Cuboid Parametric Formulas

ქვემოთ ჩამოთვლილ მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკურ შეჯიბრებებში იყო საქართველოს მათემატიკოსთა ნაკრების ხელმძღვანელი:

აშშ (არიზონა 2005,ნიუ მექსიკო 2007, ჯორჯია 2008); პოლონეთი (2005, 2009); გერმანია (2006, 2017); უკრაინა (2008); ჰოლანდია  (2010, 2012); ინდონეზია (2010, 2013, 2016); სერბეთი (2014, 2018); თურქეთი (2015, 2018); რუმინეთი (2016); ბოტსვანა (2018); მალაიზია (2019); ემირატები (2019); ყატარი (2019).

2018 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელი, მეუღლესთან ირმა მესხიშვილთან ერთად  – https://www.gysu.org/

 

 

 

 

Close Menu