წარმატება ჭადრაკში

2008 წლის 31 მარტს, თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, სკოლებს შორის ჩატარდა “დავით აღმაშენებლის” სახელობის თასის IV გათამაშება ჭადრაკში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოჭადრაკეთა გუნდის წევრებიც: გიორგი ბერუაშვილი, ლაშა ჯაოშვილი, გიორგი ახვლედიანი, ნინო ქერდიყოშვილი. მათ დაიკავეს III საპრიზო ადგილი და გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდა დიპლომითა და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრით.

საფეხბურთო ტურნირი

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ტრადიციულად შეერკინენ საფეხბურთო ტურნირში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები. ფინალში ერთმანეთს XII-3 და X-1 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ. დაძაბული ბრძოლის შემდეგ წარმატებას X კლასის ბავშვებმა მიაღწიეს, მესამე ადგილი კი XI-1 კლასის მოსწავლეებს ერგოთ. ვულოცავთ მათ გამარჯვებას.

ტურნირი კალათბურთში

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ტრადიციულად შეერკინენ საკალათბურთო ტურნირში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები. ფინალში ერთმანეთს XI-2 და IX-2 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ. დაძაბული ბრძოლის შემდეგ წარმატებას IX კლასის ბავშვებმა მიაღწიეს. ვულოცავთ მათ გამარჯვებას.    

გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობით, 2011 წლის 7 მაისს 69–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა რაიონული სასკოლო–გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 1998–1999 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის. ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით, მონაწილეობდა გლდანი–ნაძალადევის რაიონის 20 სკოლა. გაიმარჯვა ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდმა, რომლის ღირსებას იცავდნენ: გიორგი ბერუაშვილი – VII კლასი (I დაფა); ლაშა ჯაოშვილი – VII […]

Close Menu