ჰოლანდია 2012

წარმატება ჰოლანდიაში: 2012 წლის 16-23 აპრილს, ჰოლანდიის ქალაქ ნაიმეგენში გაიმართა – ახალგაზრდა მეცნიერთა XIX საერთაშორისო კონფერენცია. ჩვენი სკოლა საქართველოს ნაკრების სახელით დაწყებული 2004 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში. წელს საქართველოს ნაკრები ჩვენი სკოლის – 11 და ი.ვეკუას სახელობის N 42 სკოლის 1 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მონაწილეთა გეოგრაფია – მონაწილე ქვეყნების რაოდენობამ 22-ს, ხოლო მონაწილეთა […]

პოლონეთი 2009

2009 წლის 22 აპრილიდან 1 მაისამდე, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში,  ახალგაზრდა მეცნიერთა XIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე 14 ქვეყნის მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც მათემატიკური გუნდური პროექტების ოთხ სექციაში იცავდნენ თავიანთ ნაშრომებს.   მათ შორის იყვნენ  ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს:   ვერცხლი – ირაკლი სარალიძე და თორნიკე აბრამიშვილი; ბრინჯაო – რომა ჭალიძე […]

აშშ, ჯორჯია 2008

2008 წლის 11-21 მაისს, საპროექტო ნაშრომების რიგით 59-ე მსოფლიო ჩემპიონატს ჯორჯიის დედაქალაქმა ატლანტამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სამი მოსწავლე იცავდა: 1.შალვა ხოხაშვილი 2.ლია ერაძე 3.ანა ბეჟიტაშვილი    მათ საპროექტო ნაშრომები ეკოლოგიის სექციაში წარადგინეს. ჩვენდა სასიხარულოდ სამივე მათგანმა საპატიო სიგელი დაიმსახურა.  მსოფლიო ჩემპიონატზე 52 ქვეყნის 1554 მოსწვლე მონაწილეობდა, რომლებმაც ნაშრომები 18  სხვადსხვა სექციაში […]

პოლონეთი 2005

2005 წლის 24-30 აპრილს, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში,  ახალგაზრდა მეცნიერთა XII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 14 ქვეყნის მოსწავლეები, მათემატიკის, ფიზიკის, ეკოლოგიისა და ინფორმატიკის სექციებში იცავდნენ საკუთარ ნაშრომებს. კონფერენცია ჩვენი სკოლის მოსწავლეების სრული ტრიუმფით დასრულდა.   ლელა ლაცოშვილმა და გიორგი კუხალაშვილმა მათემატიკის, ხოლო ლევან ლაფაჩმა ინფორმატიკის სექციებში გაიმარჯვეს.      

Close Menu